რეგიონები
ენმ-ის აჭარის ოფისი ზურაბ პატარაძის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისი აპირებს, სასამართლოს მიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.
ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის განაცხადებით, აჭარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დაადგინა, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში პრემია-დანამატები არამიზნობრივად იყო გაცემული. უწყების დასკვნით, არ დადასტურდა მათი გაცემის რაიმე მატერიალური კანონიერება. პრემია-დანამატებს საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სახის მტკიცებულება არ აქვთ დართული.
რეზო ხარაზის ინფორმაციით, 2016 წელს აჭარის მთავრობასა და ოთხ სამინისტროში პრემია-დანამატების სახით დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარამდე გაიცა.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის მილიონობით ლარი გაიცა. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლა ჩვენი იურისტები საკითხზე მუშაობენ და სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ, რადგან შევაჩეროთ ეს პრაქტიკა. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ პირების, რომლებმაც პრემია-დანამატების გაცემაზე ხელი მოაწერეს“,- განაცხადა ენმ-ის წევრმა ბრიფინგზე.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


