რეგიონები
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა
ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. გვიან ღამით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს კაცი, რომელმაც თავის არეში მიიღო დაზიანება. ამასთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს გადახადა სახურავი. თუნუქის ფირფიტების და ხის კონსტრუქციის ქვეშ კი მოქალაქეები მოექცნენ. სამედიცინო დაწესებულებებში ორი მოქალაქის გადაყვანა გახდა საჭირო.
ერთ-ერთი ბათუმის მერიის თანამშრომელია. დაზიანდა ავტომანქანები და ჩაიმსხვრა „თიბისი ბანკის“ შენობის მინები.
როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.
უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


