მოზაიკა
ძლიერი ქარი და ნალექი - ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები ხვალისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარის გაძლიერებას და ნალექს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +8, +13; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. მაღალ მთიან რაიონებში თოვას პროგნოზირებენ, ზოგან ძლიერს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დღის ბოლოს კი, ქარის სიჩქარე 30 მეტრ-წამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
იწვიმებს თბილისშიც. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. დღის ბოლოს დედაქალაქის გარეუბნებში ქარის სიჩქარე 28 მეტრ/წამს მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, თბილისში +10 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


