რეგიონები
ჯიხაშკარის #79 საარჩევნო უბანთან უცნობი პირი ამომრჩეველს #41-ს შემოხაზვისკენ მოუწოდებდა - დარეჯან ცხვიტაია
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და თანასწორობის“ ცენტრის ხელმძღვანელის, დარეჯან ცხვიტაიას მტკიცებით, ჯიხაშკარის #79 საარჩევნო უბანთან, მისთვის უცნობი პირი, ამომრჩეველს #41-ს შემოხაზვისკენ მოუწოდებდა.
„შესასვლელში ხდებოდა… ატერორებს ადამიანებს, გინდა თუ არა #41-ს მიეცი ხმაო. მე მისი სახელი არ ვიცი,გვარი არ ვიცი, უბრალოდ მივედი რაზე ელაპარაკება-მეთქი, მაინტერსებდა ძალიან და მოვისმინე ჩემი ყურით #41 -ს მიეცი ხმაო. ყველამ უნდა დავიცვათ პარიტეტი. ხომ ვაკონტოლებთ ჩვენ შორიდან, აკონტროლეთ თქვენც შორიდან, არაფერი არ გეყოთ ამ ქვეყანაზე?“,-განუცხადა ჟურნალისტებს ცხვიტაიამ.
ორგანიზაცია „ყველა ერთად“ დამკვირვებლის, როლანდ შონიას განცხადებით, კი, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, იგი კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
„მე ვერ გეტყვით იყო თუ არა, არ შევსწრებივარ. მაგრამ თუ იყო, არც ერთი მოქმედი კანონმდებლობით ეს არავის არ ეკრძალება, არსად ქუჩაში. აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ საარჩევნო უბანზე, შიგნით, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს“,-აღნიშნა შონიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


