უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ნოემბერი, 2016 16:10
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაში მონაწილეობა მიიღო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასლანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საწარმო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წარმოების მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 3 ივნისს და მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა 30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცეში დასაქმდა 200 მდე ადამიანი. წარმოების პროცესში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის გამხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300 მდე გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალი საწარმოს ინვესტორს გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95 პროცენტი საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

„ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი