რეგიონები
დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა
მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
1 მეტრამდე თოვლის საფარის გამო შეზღუდვებია დაწესებული გზებზე და გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა ნებადართული. უამინდობის გამო ელექტრონერგიის მიწოდება შეწყვეტილია ხულოსა და შუახევში.
ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, გაწნედით სამუშაოებს ხელს უშლის ის, რომ თოვა კვლავაც გრძელდება.
,,უამინდობა კვლავ გრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექი მოვიდა. რა თქმა უნდა, გადაადგილება შეფერხებულია. დილიდან იწყებს ტექნიკა მუშაობას’’, - აცხადებს ხულოს გამგებელი.
,,ენერგო პრო-ჯორჯიას’’ წარმომადგენლის, ავთო დვალიშვილის განცხადებით, მოსახლეობას უმეტესობას ელექტრონერგია უკვე აღუდგა, თუმცა მისივე თქმით, უამინდობა ხელს უშლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
,,უმეტესობას უკვე მიეწოდება ელექტრონერგია და როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რომ სრულყოფილად ვაწარმოოთ სამუშაოები და ბოლომდე მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მივაწოდებთ ყველა დარჩენილ აბონენტს ელექტროენერგიას’’, - აცხადებს ავთო დვალიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


