რეგიონები
დიდთოვლობამ აბაშაში სახლი დააზიანა
დიდთოვლობის გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკაოვოში მცხოვრებ ნაზიბროლა ოთხოზორიას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
როგორც მედიანიუსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოჯახს აბაშის გამგეობა დაეხმარება. არსებულ ვითარებას, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი პირადად გაეცნო. მასთან ერთად შემთხევევის ადგილზე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ.
„ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენ ქალბატონ ნაზიბროლას სამშენებო მასალებით დავეხმარებით, რათა მას ქონდეს თბილი და უსაფრთხო სახლი. თოვლის საფარი დიდი არ ყოფილი, თუმცა როგორც გვითხრეს სახლი ავარიული იყო და სიმძიმეს ვერ გაუძლო“ - განაცხადა აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


