უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 ივლისი, 2018 11:15
font-size

დიდი საკადრო წმენდა - პრემიერი ბახტაძე, სავარაუდოდ, გუბერნატორებს გაათავისუფლებს

პრემიერ მამუკა ბახტაძეს დიდი საკადრო წმენდა აქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ, ის თითქმის, ყველა გუბერნატორს დაემშვიდობება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მამუკა ბახტაძე არც ერთ გუბერნატორს არ შეხვედრია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას წინააღმდეგ გამოძიება სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის მოთხოვნით დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ სამეგრელოს გუბერნატორი დანიშვნიდან დღემდე კონტრაბანდას მფარველობს და მისი ხელშეწყობით ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი გადააქვთ.

გუბერნატორების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციამ ხელისუფლების ოპონენტებთანაც გაჟონა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი „რუსთავი2“ - თან საუბარში აცხადებს. რომ ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ან არ ხორცილდება, ან შუა გზაზეა მიტოვებული. კახეთის გუბერნატორი ბრალდებებს არ აღიარებს და არც პრემიერის გადაწყვეტილებაზე იცის რამე.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე კი, რომლის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, დღეს სამსახურში საერთოდ არ გამოჩენილა. მედიის შეკითხვებს მხოლოდ მისმა მოადგილემ უპასუხა, რომლისთვისაც უცნობია, რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს მერაბ ჭანუყვაძესთან პრემიერ ბახტაძეს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპულ საქართველოს“ წევრები ვარაუდობენ, რომ ყველა საკადრო გადაადგილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ გუბერნატორებს არ გადააყენებენ

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი