უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 თებერვალი, 2026 08:18
font-size

დღის კალენდარი _ 9 თებერვალი

წლის მე-40 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 325 დღე.

საეკლესიო კალენდარი

იოანე ოქროპირის წმინდათა ნაწილთა აღმოყვანება აფხაზეთის კომანიდან კონსტანტინოპოლს (438).

მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი – ეს უდიდესი მამა მსოფლიო ეკლესიისა და მღვდელმთავარი ქალაქ კომანში გარდაიცვალა, როცა გადასახლების ადგილას მიემგზავრებოდა. მისი პატიოსანი ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში აღესრულა 438 წელს, 30 წლის შემდეგ მღვდელმთავრის გარდაცვალებიდან, ევდოქსიას ძის იმპერატორ თეოდოსი მეორის დროს. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი მხურვალე სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით სარგებლობდა ხალხში და მწუხარება მისი უდროო სიკვდილის გამო დიდხანს ცოცხლობდა ქრისტიანთა გულებში. IX საუკუნეში მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილების კონსტანტინეპოლში გადასვენების დღესასწაულისათვის საეკლესიო საგალობელიც შეიქმნა.

დაიბადნენ:

1441 – ალიშერ ნავოი, უზბეკი პოეტი, მოაზროვნე, სახელმწიფო მოღვაწე. გარდაიცვალა 1501 წელს.

1672 – პეტრე I, რუსეთის იმპერატორი.

1700 – დანიელ ბერნული, შვეიცარიელი მათემატიკოსი.

1773 – უილიამ ჰარისონი, აშშ-ს მე-9 პრეზიდენტი.

1844 – ანატოლი კონი, რუსი ადვოკატი, მოსამართლე, პედაგოგი, მწერალი. გარდაიცვალა 1927 წელს.

1846 – ვილჰელმ მეიბახი, გერმანელი ინჟინერი, მან შექმნა `მერსედესის~ პირველი პროექტი.

1857 _ავქსენტი ცაგარელი, დრამატურგი. გარდაიცვალა 1902 წელს.

გარდაიცვალნენ:

1881 – ფიოდორ დოსტოევსკი, რუსი მწერალი.

1960 – ალექსანდრ ბენუა, რუსი მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი.

1977 – სერგეი ილუშინი, რუსი ავიაკონსტრუქტორი.

მოვლენები:

1710 წელი – პეტრე I-მა ბრძანებულება გამოსცა რუსეთში სამოქალაქო ანბანის შემოღების შესახებ.

1818 წელი – პირველად გამოვიდა კარამზინის „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ რვატომეული.

1825 წელი – ჯონ ადამსი აშშ-ს მე-6 პრეზიდენტად აირჩიეს.

1867 წელი – ნებრასკა აშშ-ს 37-ე შტატი გახდა.

1893 წელი – მილანში გაიმართა ჯუზეპე ვერდის ოპერის „ფალსტაფის“ პრემიერა.

1893 წელი – პირველად მსოფლიოში `მულენ რუჟის~ სცენაზე პარიზელმა სტუდენტებმა სტრიპტიზი მოაწყეს.

1963 წელი – საბჭოთა კავშირში თვრამეტწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ლვოვის არქიეპისკოპოსი.

1969 წელი – აშშ-ში საცდელი ფრენა განახორციელა სამგზავრო ავიალაინერმა „ბოინგ-747“-მა.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი