უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 სექტემბერი, 2025 09:54
font-size

დღის კალენდარი - 9 სექტემბერი

წლის 252-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 114 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი პიმენ დიდისა (დაახლ. 450); წმიდა ოსესი, აღმსარებელისა, — კორდობელ ეპისკოპოსისა (359); წმიდა ლიბერი აღმსარებელი, რომის პაპისა (366); ღირსი პიმენ პალესტინელისა (დაახლ. 602), მოწამე ანთისასი; ღირსი საბასი.

ღირსი მამა პიმენ დიდი დაიბადა დაახლოებით 340 წელს ეგვიპტეში. თავის ორ ძმასთან — ანუბისა და პაისისთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ბევრი ბერისთვის ღირსი პიმენი სულიერი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაახლოებით 450 წელს გარდაიცვალა 110 წლის ასაკში. მალე იგი წმიდანად აღიარეს. მან მორჩილებისთვის, სიბრძნისთვის, სიმართლისა და თავდადებული სამსახურისთვის „დიდის“ სახელიც მიიღო.

მღვდელთმთავარი ოსე აღმსარებელი (IV საუკუნე) 60 წლის განმავლობაში კორდობის (ესპანეთი) ეპისკოპოსი იყო. წმიდა მართლმორწმუნე მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) ძალიან აფასებდა მას და იგი უახლოეს მრჩევლად გაიხადა. მღვდელმთავრის მოთხოვნით, კონსტანტინემ 325 წელს ნიკეაში I მსოფლიო კრება მოიწვია. წმიდა ოსემ პირველმა მოაწერა ხელი კრების დადგენილებას. მღვდელთმთავარი ოსე 359 წელს გარდაიცვალა.

მღვდელთმთავარი ლიბერი აღმსარებელი რომის პაპის ტახტზე ავიდა 352 წელს პაპ იულიუსის გარდაცვალების შემდეგ. იგი 366 წელს გარდაიცვალა.

ღირსი პიმენ პალესტინელი რუბის უდაბნოს მღვიმეში VI საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდა მეუდაბნოე პიმენ პალესტინელი VI საუკუნის ბოლოს მხეცებმა დაგლიჯეს.

დაიბადნენ:

1585 – არმან რიშელიე, ჰერცოგი, კარდინალი, საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი.

1737 – ლუიჯი გალვანი, იტალიელი ფიზიკოსი და ფიზიოლოგი, ელექტრობის შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1769 – ივან კოტლიარევსკი, უკრაინელი მწერალი, თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის ფუძემდებელი.

1828 – ლევ ტოლსტოი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. გარდაიცვალა 1910 წელს.

1916 – ლეა ფლური, შვეიცარიელი ქართველოლოგი.

1949 – ჯონ კარი, ინგლისელი ფიგურისტი, „ყინულის ნურიევად“ წოდებული.

გარდაიცვალნენ:

1087 – ვილჰელმ I დამპყრობი, ინგლისის მეფე და ნორმანდიის ჰერცოგი.

1898 – სტეფან მალარმე, ფრანგი პოეტი.

1901 – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, ფრანგი მხატვარი.

1942 – ედიტ შტაინი, ფილოსოფოსი, დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში.

1976 – მაო ძე დუნი, ჩინეთის კომპარტიის დამაარსებელი და 27 წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი.

1990 – ალექსანდრ მენი, ცნობილი რუსი თეოლოგი.

მოვლენები:

1382 წელი – მოსკოვი მონღოლ-თათართა ურდოებმა აიღეს.

1776 წელი – კონტინენტური კონგრესის გადაწყვეტილებით „გაერთიანებულ კოლონიებს“ „შეერთებული შტატები“ ეწოდა.

1850 წელი – კალიფორნია აშშ-ს 31-ე შტატი გახდა.

1985 წელი – ძლიერი მიწისძვრა მეხიკოში.

1993 წელი – პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ აღიარა ისრაელის სახელმწიფო.

1999 წელი – საცხოვრებელი სახლის აფეთქება მოსკოვში, რაც რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის საბაბი გახდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

სილამაზის საერთაშორისო დღე.

ტაჯიკეთი — დამოუკიდებლობის დღე.

ბულგარეთი – თავისუფლების დღე

კალიფორნია – აღიარების დღე.

იტალია – მოკავშირეთა გადმოსხმის დღე

ლუქსენბურგი _ გათავისუფლების დღე

ჩრდილოეთი კორეა _ რესპუბლიკის დღე.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი