დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 8 ოქტომბერი
წლის 281-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 84 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა არსენი დიდისა, კათოლიკოსისა (887). ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელისა (V); ღირსი მოწამე პაფნუტი მეგვიპტელისა და მის თან 546 მოწამეთა (III); მიცვალება სერგისა — რადონეჟელ იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (1392).
წმიდა პაფნუტი ეგვიპტელისა და მასთან ერთად 546 მოწამისა. წმიდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა მასთან მიეყვანათ წმიდა პაფნუტი. სამსჯავროზე მან მხნედ აღიარა რწმენა ქრისტესი, რისთვისაც სატანჯველთ ეწია. წმიდა მოწამეს ორი მხედარი აწამებდა, რომელნიც საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ წმიდანს ღვთის უხილავი ძალა შეეწეოდა და მათ ირწმუნეს მაცხოვარი იესო, რისთვისაც მათ თავები მოჰკვეთეს. ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა პაფნუტი საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მან ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცია იქ მყოფი 40 ტყვე. ამისათვის ისინი ცოცხლად დაწვეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა მოწამე გაათავისუფლეს და იგი სიხარულით მიიღო ქრისტიანმა ნესტორმა. მთელი მისი ოჯახი სულიერი სწავლა-დარიგებებით კიდევ უფრო განამტკიცა ჭეშმარიტ რწმენაში წმიდა პაფნუტიმ. მოკლე ხანში ამ ღვთისმოშიშმა ოჯახმა მოწამებრივი აღსასრული მიიღო ქრისტესათვის. სულ მოწამეთა რიცხვმა იმ ხანებში 546-ს მიაღწია. ბოლოს თვით იმპერატორ დიოკლეტიანეს გაუგზავნეს წმიდანი განსასჯელად, რომელმაც ბრძანა ფინიკის ხეზე მიემსჭვალათ წმიდა ღირსმოწამე, რომელზეც იგი აღესრულა კიდეც.
ხსენება ღირსი დედა ეფროსინესი. იგი დაიბადა V საუკუნის დასაწყისში ქალაქ ალექსანდრიაში. ღირსი ეფროსინე ხშირად დადიოდა მონასტერში, რომლის იღუმენიც მისი სულიერი მოძღვარი იყო. მან ფარულად მიიღო მონაზვნობა ერთი მოხეტიალე ბერისაგან, დასტოვა მშობლიური სახლი და გადაწყვიტა რომელიმე სავანეში წასულიყო, რათა ლოცვით გაეტარებინა ცხოვრება.
დაიბადნენ:
1817 – ფრიდრიხ ბაიერნი, ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარდაიცვალა 1886 წელს.
1864 – ბრონისლავ ნუშიჩი, სერბი დრამატურგი, გარდაიცვალა 1938 წელს.
1869 – კომიტასი, გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1935 წელს.
1895 – ხუან დომინგო პერონი, არგენტინის პრეზიდენტ-დიქტატორი (1946-1955, 1973-1974), გარდაიცვალა 1974 წელს.
1904 _ გიორგი წერეთელი, აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. გარდაიცვალა 1973 წელს.
1907 – პეტრე ოცხელი, თეატრის მხატვარი, გარდაიცვალა 1937 წელს.
1925 – ანდრეი სინიავსკი, რუსი დისიდენტი მწერალი, გარდაიცვალა 1997 წელს.
გარდაიცვალნენ:
1754 – ჰენრი ფილდინგი, ინგლისელი მწერალი.
1869 – ფრანკლინ პირსი, ამერიკის მე-14 პრეზიდენტი, (1853-1857).
1897 – ალექსეი სავრასოვი, რუსი მხატვარი – „პერედვიჟნიკი“.
1910 – მარია კონოპნიცკაია, პოლონელი მწერალი.
1948 – გრიგოლ მუხაძე, ქირურგი, აკადემიკოსი.
1953 – ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია, მწერალი, პედაგოგი.
1963 – იონა ტუსკია, კომპოზიტორი, ქართული კამერული და სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1992 – ვილი ბრანტი, გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ფედერალური კანცლერი (1969-1974).
მოვლენები:
1085 წელი – ვენეციაში აკურთხეს წმინდა მარკოზის ტაძარი.
1600 წელი – სან-მარინოს რესპუბლიკამ კონსტიტუცია მიიღო.
1690 წელი – თურქეთმა ბელგრადი დაიპყრო.
1864 წელი – პეტერბურგში გამოვიდა პირველი ქართული ლიტერატურული ალმანახი „ჩონგური“.
1867 წელი – გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“.
1872 წელი – ოტო ლეოპოლდ ბისმარკი გერმანიის კანცლერი გახდა.
1919 წელი – ამერიკაში განხორციელდა პირველი ტრანსკონტინენტური საჰაერო გადაფრენა.
1950 წელი – გაეროს ჯარები ჩრდილოეთ კორეაში შევიდნენ.
1970 წელი – ალექსანდრ სოლჟენიცინი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში.
1998 წელი – კანადა და ნიდერლანდები გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ.
ღირსსახსოვარი დღეები:
აშშ – კოლუმბის დღე
მალავი – დედების დღე
კანადა – მადლიერების დღე


