დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 8 დეკემბერი
წლის 32-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 23 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმიდა მღვდელმოწამეთა: კლიმენტისა _ რომის პაპისა (101) და პეტრესი _ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსი პეტრე მდუმარისა (დაახლ. 429).
მღვდელმთავარი კლიმენტი, პაპი რომისა, დაიბადა რომში, მდიდარ და წარჩინებულ რომაელთა ოჯახში. რომში ჭაბუკმა ბრწყინვალე ანტიკური განათლება მიიღო. როცა დედაქალაქშიც მიაღწია ხმებმა ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ, წმიდა კლიმენტმა მიატოვა მშობლიური სახლი და იმ მხარეებს მიაშურა, სადაც წმიდა მოციქულები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. პალესტინაში ჩასულმა წმიდანმა წმიდა პეტრე მოციქულისაგან მიიღო ნათლობა და მისი მოწაფე გახდა. თავის მოწამებრივ აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე უმთავრესმა მოციქულმა ქალაქ რომის ეპისკოპოსად დაასხა ხელი წმიდა კლიმენტის.
წმიდა პაპის კლიმენტის სათნო ცხოვრებამ, მოწყალებამ, ლოცვითმა ღვაწლმა მრავალი რომაელი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
მისი სამოციქულო ქადაგების წარმატებით შეშფოთებულმა წარმართებმა იმპერატორ ტრაიანესთან შეასმინეს წმიდა კლიმენტი, რომელიც ხელმწიფემ დედაქალაქიდან გააძევა. მას ბევრი მოწაფე გაჰყვა.
მღვდელმთავარმა კლიმენტიმ სულიერი მემკვიდრეობაც დაგვიტოვა — მის კალამს ეკუთვნის ორი ეპისტოლე კორინთელ მორწმუნეთა მიმართ.
მღვდელმთავარი პეტრე, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიისა, დაიბადა და აღიზარდა ალექსანდრიაში. 300 წელს იგი ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელმთავარი გახდა. იმპერატორების დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა პეტრე ქალაქიდან გააძევეს. მცირე ხნის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.
იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს.
მღვდელმოწამე პეტრე ცნობილია როგორც ღრმად განსწავლული ღვთისმეტყველი.
დაიბადნენ:
ჩვ.წ.აღ-მდე 65 წელს — კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი, რომაელი პოეტი. გარდაიცვალა ჩვ.წ. აღ-მდე 27 წელს.
1542 — მარია სტიუარტი, შოტლანდიის დედოფალი. გარდაიცვალა 1587 წელს.
1861 — ჟოზეფ მაიოლი, ფრანგი მოქანდაკე. გარდაიცვალა 1944 წელს.
1864 — კამილა კლოდელი, ფრანგი მოქანდაკე, როდენის მოსწავლე და შეყვარებული. გარდაიცვალა 1943 წელს.
1886 — დიეგო რივერა, მექსიკელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1957 წელს.
1930 — მაქსიმილიან შელი, გერმანელი მსახიობი და რეჟისორი.
1926 — რევაზ ჩხეიძე, კინორეჟისორი. გარდაიცვალა 2015 წელს.
1934 — ალისა ფრეინდლიჰი, რუსეთის კინოსა და თეატრის მსახიობი.
1953 — კიმ ბესინჯერი, ამერიკელი კინომსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1681 — ჰერარდ ტერბორსი, ჰოლანდიელი ფერმწერი.
1741 — ვიტუს ბერინგი, მეზღვაური.
1864 — ჯორჯ ბული, ინგლისელი მათემატიკოსი.
1903 — ჰერბერტ სპენსერი, ბრიტანელი ფილოსოფოსი და მწერალი.
1937 — პაველ ფლორენსკი, მეცნიერი, ფილოსოფოსი.
1978 — გოლდა მეირი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
1980 — ჯონ ლენონი, ინგლისელი როკ-მუსიკოსი.
მოვლენები:
1840 წელი — აფრიკის მკვლევარი ინგლისელი დევით ლივინგსტონი გაემგზავრა ბეჩუანალენდში როგორც ექიმი და მისიონერი.
1863 წელი — ინგლისელმა ტომ კინგმა ამერიკელ ჯონ ჰინანასთან შეჯიბრში გაიმარჯვა და გახდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონი მძიმეწონიანთა შორის.
1934 წელი — გაიხსნა რეგულარული ავია საფოსტო მარშრუტი ლონდონსა და ვენას შორის.
1941 წელი — პერლ_ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მ, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ იაპონიას ომი გამოუცხადეს.
1952 წელი — ჰაიმ ვეიცმანის სიკვდილის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტი გახდა იცჰაკ ბენ-ცვი.
ღირსსახსოვარი დღე:
პანამა _ დედების დღე


