დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 6 აგვისტო
წლის 218-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 147 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმიდა ილარიონ თვალელისა, გიორგი მთაწმინდელის მოძღვრისა (XI). მოწამე ქრისტინესი (300). კეთილმორწმუნეთა მოწამეთა ბორისისა და გლებისა, წმიდა ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1015).
წმიდა ქალწულმოწამე ქრისტინე III საუკუნეში ცხოვრობდა. იგი მთავრის ასული იყო და ორი ქრისტიანი მოახლე ზრდიდა. ქრისტინეს ბავშვობაში ანგელოზი გამოეცხადა და ქრისტიანობის არსი აუწყა. ანგელოზმა მას ქრისტეს რძალი უწოდა და მომავალში მოწამებრივი გვირგვინი უწინასწარმეტყველა. ამის შემდეგ ქალწულმა ქრისტიანობა მიიღო. წარმართმა მამამ შვილს მრავალი ტანჯვა მიაყენა. ქრისტინეს მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი დიონემ დაიკავა, რომელმაც გოგონას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ მტანჯველებს გადასცა.
ხანგრძლივი წამების შემდეგ ის მახვილით აჩეხეს. ქრისტიანემ სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
დაიბადნენ:
1809 _ ალფრედ ტენისონი, ინგლისელი პოეტი. გარდაიცვალა 1892 წელს.
1817 _ ჯოვანი სკუდიერი, იტალიელი არქიტექტორი. გარდაიცვალა 1851 წელს. მისი პროექტით აშენდა თბილისში ყოფილი ვორონცოვის ხიდი.
1881 _ ელიგზანდერ ფლემინგი, ინგლისელი მიკრობიოლოგი. აღმოაჩინა პენიცილინი და ლიზოციმი. ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1955 წელს.
1899 _ აკაკი ვასაძე, მსახიობი, რეჟისორი. გარდაიცვალა 1978 წელს.
გარდაიცვალნენ:
1637 _ ბენ ჯონსონი, ინგლისელი დრამატურგი.
1660 _ დიეგო ველასკესი, ესპანელი მხატვარი.
1969 _ თეოდორ ადორნო, ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი.
1978 _ ედუარდ დარელ სთოუნი, ამერიკელი არქიტექტორი.
მოვლენები:
1497 წელი – ბრისტოლში დაბრუნდა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომელმაც აღმოაჩინა კანადა.
1825 წელი – ბოლივიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1914 წელი – ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.
1926 წელი – 19 წლის გერტრუდა ედერლემ ქალთა შორის პირველმა გადაცურა ლა-მანშის სრუტე.
1945 წელი – ხიროსიმაზე ჩამოაგდეს ატომური ბომბი. დაიღუპა ათეული ათასობით ადამიანი.
1965 წელი – ინდოეთის ჯარები პაკისტანში შეიჭრნენ.
1996 წელი – NASA-მ განაცხადა, რომ მარსზე შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.
1999 წელი – კომპანია „შელმა“ (ინგლისურ-ჰოლანდიური) და „პი-ეს-ჯიმ“ (ამერიკული) ხელი მოაწერეს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეკრულებას.
2007 წელი - რუსული წარმოების SU-24 საბრძოლო თვითმფრინავმა შიდა ქართლში რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო
ღირსსახსოვარი დღეები:
ხიროსიმის დღე _ ბირთვული იარაღის აკრძალვისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღე
ბოლივია – ეროვნული დღე.
საერთაშორისო დღე – მსოფლიო ექიმები მშვიდობისათვის.
არგენტინა _ ბავშვის დღე.
არაბეთის გაერთიანებული ემირატები _ პრეზიდენტის დღე.


