უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 სექტემბერი, 2025 09:19
font-size

დღის კალენდარი - 5 სექტემბერი

დღის კალენდარი - 5 სექტემბერი

წლის 248- დღეახალ წლამდე დარჩა 117 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ლუპესი (IV); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (დაახლ. 540) და ფლორენტისა (547); კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (705).

წარგზავნა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება მოწამე ლუპესი (დაახლ. 306); მღვდელმოწამე ირინეოსისალიონელ ეპისკოპოსისა (202); ღირსი ევტიქისა (დაახლ. 540) და ფლორენტისა (547); წმიდა კალინიკესიკონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (705).

წმიდა მოწამე ლუპე წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული იყო. უფალი რომ მიიცვალა, წმიდანმა თავისი სამოსი მისი სისხლით დაასველა და თითიდან ბეჭედი მოიხსნა. ამ სამოსით, ბეჭდითა და დიდმოწამე დიმიტრის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში სასწაულებს ახდენდა. მან წარმართთა კერპები დაამსხვრია, რის გამოც კერპთაყვანისმცემლები დევნიდნენ. წმიდა ლუპეს იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ირინეოს ლიონის ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ სმირნაში 130 წელს. მისი მოძღვარი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე მღვდელმთავარი პოლიკარპე სმირნელი იყო. მანვე მონათლა ჭაბუკი, შემდეგ პრესვიტერად აკურთხა.

მღვდელმთავარმა ირინეოსმა საეკლესიო მოძღვრების ჭეშმარიტება ეპისკოპატის მემკვიდრეობითობით მიიღო. იმპერატორ სევერის ზეობისას მღვდელმთავარი ირინეოსი 202 წელს მახვილით განგმირეს ქრისტეს რწმენის აღმსარებლობის გამო.

ღირსი მამები ევტიხი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იღვწოდნენ V საუკუნეში იტალიაშინურსიის ოლქში. წმიდა ევტიხის ქადაგებით ბევრმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი. წმიდა ევტიხი სიცოცხლეში სასწაულებს არ ახდენდა, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მისი ნახმარი ტანისამოსი ხალხს კურნავდა. გვალვის დროს მისი ტანსაცმელი ყანებში გაჰქონდათ და ღმერთი მათ წვიმას უგზავნიდა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი მღვდელმთავარი კალინიკე პატრიარქ პავლეს გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა. ეს იყო იუსტინიანე ლლ მრისხანეს მმართველობის ხანა, რომელმაც წმიდა ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად სასახლის აშენება მოინდომა და ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. მალე იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და საპატიმროში ჩაამწყვდიეს. 10 წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილედან გაიქცა, ჯარი შეკრიბა და კონსტანტინოპოლს მიადგა, ხალხის ჟლეტას შეუდგა, წმიდა პატრიარქი კალინიკე შეიპყრეს და ცოცხლად ჩაატანეს რომის კედელში. 40 დღის შემდეგ კედელი ჩამოინგრა, პატრიარქი ცოცხალი იყო, მაგრამ ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. წმიდანი რომის მოციქულთა ეკლესიაში დაასაფლავეს.

დაიბადნენ:

1187 – ლუი VIII, საფრანგეთის მეფე.

1638 – ლუი XIV, საფრანგეთის მეფე.

1792 – ჯაკომო მეიერბერი, იტალიელი კომპოზიტორი.

1817 – ალექსეი ტოლსტოი, რუსი მწერალი.

1832 – სერგეი ბოტკინი, რუსული მედიცინის კლასიკოსი.

1903 _ ნიკა აგიაშვილი, მწერალი.

1938 – ელენე თევდორაძე, უფლებათადამცველი.

გარდაიცვალნენ:

1833 – ფილადელფოს კიკნაძე, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1997 – დედა ტერეზა, რომის კათოლიკური ეკლესიის მონაზონი, ამჟამად წმინდანად შერაცხული.

1993 – იულიან სემიონოვი, რუსი მწერალი.

მოვლენები:

1189 წელიინგლისში მეფედ აკურთხეს რიჩარდ ლომგული, პლანტაგენეტების დინასტიიდან.

1862 წელიჯეიმს გლეიშერმა აეროსტატით 11.275 მ სიმაღლეს მიაღწია.

1905 წელიხელმოწერილ იქნა პორტსმუტის ხელშეკრულება.

1929 წელიარისტიდ ბრიანმა წინადადება წამოაყენა ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.

1939 წელიდიდ ბრიტანეთში ინფორმაციის სამინისტრო შეიქმნა.

1939 წელისაბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა ბულგარეთს.

1972 წელიმიუნხენის ოლიმპიადაზე პალესტინელმა ტერორისტებმა მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი.

1975 წელიგანხორციელდა თავდასხმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯერალდ ფორდზე.

1980 წელიშვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი (16კმ) საავტომობილო გვირაბი.

1991 წელისამხრეთ აფრიკის პრეზიდენტად ნელსონ მანდელა აირჩიეს.

1999 წელიევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს სერბიის ოპოზიციურ, დემოკრატიულ ძალებს და ხელი შეუწყოს იუგოსლავიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი