დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 5 მარტი
წლის 64-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 301 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა ლეონისა, კატანელ ეპისკოპოსისა (დაახ. 780); მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342-344); ღირსისა აღათონ რომის პაპისა (682).
დაიბადნენ:
1512 — ჰერარდ მერკატორი, ფლამანდიელი კარტოგრაფი, ყველაზე გავრცელებული კარტოგრაფიული პროექციის ავტორი. გარდაიცვალა 1594 წელს.
1856 — მიხაილ ვრუბელი, რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1910 წელს.
1922 — პიერ პაოლო პაზოლინი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი. მოკლეს 1975 წელს.
1928 — გაბრიელ გარსია მარკესი, კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1931 — თამაზ ჭილაძე, მწერალი, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი.
1932 — ნოდარ წულეისკირი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2015 წელს.
1935 _ გურამ გედევანიშვილი, აკადემიკოსი.
1955 - მუტი ორნელა, იტალიელი მსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1534 — ანტონიო კორეჯო, იტალიელი ფერმწერი.
1827 — ალესანდრო ვოლტა, იტალიელი ფიზიკოსი.
1859 —პიერ სიმონ ლაპლასი, ასტრონომი, ფიზიკოს-მათემატიკოსი.
1895 — ნიკოლაი ლესკოვი, რუსი მწერალი.
1914 - ელენე ჩოხელი , ქართველი მსახიობი.
1919 - არჩილი ჩიმაკაძე , ქართველი კომპოზიტორი.
1953 — იოსებ სტალინი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი.
1966 — ანა ახმატოვა, გამოჩენილი რუსი პოეტი.
1970 - მამია ასათიანი, ქართველი მწერალი.
2013 -უგო ჩავესი, ვენესუელის პრეზიდენტი.
მოვლენები:
1809 წელი - საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა ტორმასოვი.
1824 წელი - ბრიტანეთმა ოფიციალურად ომი გამოუცხადა ბირმას.
1829 წელი - რუსთა და ქართველთა ერთიანმა მხედრობამ ქობულეთის ახლოს დაამარცხა ოსმალეთის არმია.
1946 წელი — უინსტონ ჩერჩილმა, როცა შეერთებული შტატების ქალაქ ფულტონში სიტყვით გამოვიდა, წარმოთქვა ისტორიული სიტყვები ევროპის გამყოფ „რკინის ფარდაზე“. დაიწყო „ცივი ომი“.
1956 წელი — თბილისში სტალინის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა.
1961 წელი — ალან შეპარდი პირველი ამერიკელია, ვინც კოსმოსში 15-წუთიანი ფრენა განახორციელა დედამიწიდან 115 კილომეტრ სიმაღლეზე.
1970 წელი — ძალაში შევიდა შეთანხმება ატომური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.
1982 წელი - ვენერა 14, ჩავიდა პლანეტა ვენერაზე.
2003 წელი - რ. ქოჩარიანი მეორედ არჩეული იქნა სომხეთის პრეზიდენტად.
2013 წელი - მოლდოვის პარლამენტმა ვლად ფილატის მთავრობა დაითხოვა.
2015 წელი - ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა უძველესი ქალაქები დურ-შარუქინი, ჰათრა და ნიმრუდი გაანადგურეს.


