დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 5 აგვისტო
წლის 217-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 148 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება მოწამეთა: ტროფიმესი, თეოფილესი და მათთან 13 მოწამისა (IV); მღვდელმოწამე აპოლინარისა — რავენელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 75).
დაიბადნენ:
1802 _ ნილს ჰენრიკ აბელი, ნორვეგიელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1828 წელს.
1844 _ ილია რეპინი, რუსი ფერმწერი. გარდაიცვალა 1930 წელს.
1850 – გი დე მოპასანი, ფრანგი მწერალი, გარდაიცვალა 1893 წელს.
1906 – ვასილ ლეონტიევი, ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1986 წელს.
1930 – ნილ არმსტრონგი, ამერიკელი ასტრონავტი. 1969 წელს მან პირველმა დააბიჯა ფეხი მთვარის ზედაპირზე, „აპოლონ-11“-ის ეკიპაჟის წევრი.
გარდაიცვალნენ:
1886 – ალექსანდრ ბუტლეროვი, რუსი ქიმიკოსი.
1932 – საშა ჩორნი, რუსეთელი პოეტი.
1934_ ვლადიმირ დუროვი, ცნობილი საცირკო დინასტიის დამფუძნებელი.
1991 – სოიხირო ჰონდა, ცნობილი იაპონელი მრეწველი.
მოვლენები:
853 წელი _ არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა აიღო და გადაწვა თბილისი.
1772 წელი _ ფარული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ გაიყვეს პოლონეთის (რეჩ პოსპოლიტა) ტერიტორია.
1858 წელი _ გაიხსნა პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრაფი.
1864 წელი _ რუსეთში სიკვდილით დასაჯეს პოლონეთის აჯანყების ხელმძღვანელები.
1924 წელი _ თურქეთის მთავრობამ აკრძალა მრავალცოლიანობა.
1940 წელი _ ლატვია შეიყვანეს სსრკ-ს შემადგენლობაში.
1962 წელი _ თავი მოიკლა ამერიკელმა კინომსახიობმა ქალმა მერილინ მონრომ.
1962 წელი – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დააპატიმრეს ნელსონ მანდელა. პატიმრობაში მან 27 წელიწადი გაატარა.
ღირსსახსოვარი დღეები:
სპილოს ძვლის სანაპირო _ დამოუკიდებლობის დღე
კანადა – სამოქალაქო დღესასწაული
იამაიკა _ დამოუკიდებლობის დღე


