უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

4 დეკემბერი, 2025 09:00
font-size

დღის კალენდარი - 4 დეკემბერი

წლის 339- დღეახალ წლამდე დარჩა 27 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, არსებული გადმოცემის მიხედვით, შემდეგნაირად აღესრულა: მშობლები მარადის ქალწულ მარიამისა, მართალნიიოაკიმე და ანნა, რომელნიც დიდხანს უშვილონი იყვნენ, აღთქმას აძლევდნენ ღმერთს, რომ თუკი შვილი შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ მას. უფალმა შეისმინა მათ ვედრება და ასული უბოძა.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა წმინდა მშობლებმა გადაწყვიტეს სისრულეში მოეყვანათ ღმერთისთვის აღთქმა. ყრმა მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ტაძარში შესასვლელად საჭირო იყო თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა. მარიამს თითქოს არ შეეძლო კიბეებზე ასვლა, მაგრამ როგორც კი პირველ საფეხურზე დააყენეს, ღვთის ძალით მან სწრაფად აიარა საფეხურები და ტაძარში შევიდა.

მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, მარიამი კი ქალწულთა სამყოფელში დარჩა.

დაიბადნენ:

822 – ილარიონ ქართველი, გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე.

1381 – ლორენცო გიბერტი, ადრეული აღორძინების ხანის იტალიელი მოქანდაკე და ოქრომჭედელი. გარდაიცვალა 1455 წელს.

1795 – ტომას კარლეილი, შოტლანდიელი მწერალი.

1817 _ ნიკოლოზ ბარათაშვილი, დიდი ქართველი პოეტი. გარდაიცვალა 1845 წელს.

1854 _ ვასო აბაშიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი მესაფუძვლე. გარდაიცვალა 1926 წელს.

1867 _ შიო არაგვისპირელი-დედაბრიშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1885 _ ვლადიმერ ბერძენიშვილი, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ლოტბარი. გარდაიცვალა 1977 წელს.

1928 – ზურაბ ნიჟარაძე, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1123 – ომარ ხაიამი, უზბეკი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.

1732 – ჯონ გეი, ინგლისელი მწერალი.

1893 – ჯონ ტინდალი, ინგლისელი ფიზიკოსი.

მოვლენები:

1808 წელინაპოლეონმა ესპანეთში ინკვიზიცია გააუქმა.

1948 წელიშეიქმნა გაეროს ეკონომიკური კომისია ახლო აღმოსავლეთისათვის.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი