დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 28 თებერვალი
წლის 59-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 306 დღე.
საეკლესიო კალენდარი
თევდორობა.
მოციქულისა 70-თაგანისა ონისიმესი (I-II); ღირსთა: პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V); ღირსისა ევსევისა, სირიელი მეუდაბნოისა (V).
დაიბადნენ:
1533 — მიშელ დე მონტენი, ფრანგი ესეისტი. გარდაიცვალა 1592 წელს.
1808 — ონორე დომიე, ფრანგი გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე. გარდაიცვალა 1879 წელს.
1821 — რაშელი, ფრანგი მსახიობი. გარდაიცვალა 1858 წელს.
1823 — ჟოზეფ რენანი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1892 წელს.
1833 — ალფრედ ფონ შლიფენი, გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1913 წელს.
1857 _ ლადო ალექსი-მესხიშვილი, მსახიობი. გარდაიცვალა 1920 წელს.
1901 — ლაინუს პოლინგი, ამერიკელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1994 წელს.
1928 — რამაზ ჩხიკვაძე, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი. გარდაიცვალა 2011 წელს.
გარდაიცვალნენ:
1915 — სერგეი ვიტე, რუსი პოლიტიკური მოღვაწე.
1929 — კლემენს პირკე, ავსტრიელი პედიატრი.
1963 — რაჯენდრა პრასადი, ინდოეთის პირველი პრეზიდენტი.
მოვლენები:
1066 წელი — დაარსდა ვესტმინსტერის სააბატო.
1912 წელი — განხორციელდა პირველი ხტომა პარაშუტით მდინარე მისურიზე.
1986 წელი — მოკლეს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე.
ღირსსახსოვარი დღეები:
ესპანეთი — ანდალუზიის დღე.
ფინეთი — კალევალას დღე.


