უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

27 ოქტომბერი, 2025 08:32
font-size

დღის კალენდარი _ 27 ოქტომბერი

წლის 301- დღეახალ წლამდე დარჩა 65 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდა ნაზარისა, გერვასისა, პროტასისა, კელასისა (I); მოწამე სილოვანესი, ღაზელ ხუცისა (IV); ღირსი პარასკევა სერბიელისა (XI).

მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელასი იმპერატორ ნერონის დროს ევნენ ქრისტეს სახელისთვის. წმ. ნაზარი იყო ქრისტიანი დედის პერპუტასი და იუდეველი მამის აფრიკანეს ძე. ის რომში დაიბადა, სადაც ეპისკოპოსმა ლინემ ქრისტიანობას ჭაბუკობაშივე აზიარა.

ღირსი დედა პარასკევა სერბიელი დაიბადა ღვთისმოშიში ქრისტიანი ბულგარელების ოჯახში, სოფელ ეპივატში, რომელიც სილისტრიასა და კონსტანტინოპოლს შორის მდებარეობდა.

მღვდელმოწამე სილოვანი, ღაზელი ხუცესი წარმოშობით ქალაქ ღაზიდან იყო და თავის მშობლიურ ქალაქშივე ხუცესად ემსახურებოდა ღმერთს. ის წარმართებმა შეიპყრეს. მიუხედავად დიდი ტანჯვისა, წმიდა ხუცესი არ განუდგა ქრისტეს. მას სხვა 40 ქრისტიანთან ერთად თავი მოკვეთეს.

დაიბადნენ:

1466 _ ერაზმ როტერდამელი, ნიდერლანდელი ჰუმანისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი. გარდაიცვალა 1536 წელს.

1728 _ ჯეიმს კუკი, ინგლისელი ზღვაოსანი. გარდაიცვალა 1779 წელს.

1782 _ ნიკოლო პაგანინი, იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1840 წელს.

1811 _ ისააკ ზინგერი, ამერიკელი გამომგონებელი. გარდაიცვალა 1875 წელს.

1840 _ იაკობ გოგებაშვილი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. გარდაიცვალა 1912 წელს.

1855 _ ივან მიჩურინი, ცნობილი რუსი სელექციონერი. გარდაიცვალა 1935 წელს.

1858 _ თეოდორ რუზველტი, აშშ-ს პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1919 წელს.

1888 – სერგი დანელია, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1960 _ მამუკა ცეცხლაძე, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1505 _ ივან III, რუსეთის მეფე.

1977 _ ჯეიმზ კეინი, ამერიკელი მწერალი.

1990 _ ჟაკი დემი, ფრანგი კინორეჟისორი.

მოვლენები:

1492 წელიქრისტოფერ კოლუმბმა აღმოაჩინა კუბა.

1924 წელიჩამოყალიბდა თურქმენეთისა და უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები.

1925 წელიფრედ უოლერმა წყლის თხილამურები დააპატენტა.

1958 წელიბორის პასტერნაკი გარიცხეს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან.

1961 წელიმავრიტანია და მონღოლეთი გაეროს წევრები გახდნენ.

1991 წელიჯოხარ დუდაევი იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

1991 წელითურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1991 წელიპოლონეთში პირველად II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ღირსსახსოვარი დღეები:

თურქმენეთი _ დამოუკიდებლობის დღე

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი