უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 ივნისი, 2025 07:36
font-size

დღის კალენდარი - 25 ივნისი

წლის 177-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 189 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV); ღირსისა ისიდორე სამთავნელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV) ; ღირსისა პეტრე ათონელისა (734).

ღირსი მამა ონოფრე დიდი მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა სხვა მამებთან ერთად. ღირსმა მამა ონოფრემ მარტოობაში 60 წელი გაატარა.

ღირსი მამა პეტრე ათონელი, ტომით ბერძენი, იმპერატორის ჯარის სარდალი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 667 წელს სირიელებთან ომის დროს ტყვედ ჩავარდა. დატყვევებულ პეტრეს უფალმა მრავალი სასწაული მოუვლინა, რის შემდეგაც მან მიიღო ქრისტიანობა, უდაბნოში განმარტოვდა და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ამგვარ ღვაწლს. ღირსი პეტრე გარდაიცვალა 734 წელს.

დაიბადნენ:

1852 _ ანტონიო გაუდი, ბარსელონელი არქიტექტორი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1903 _ ჯორჯ ორუელი, ინგლისელი მწერალი, პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1907 _ იოჰანეს დანიელ იენსენი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1911 _ უილიამ სტეინი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1931 _ ლევან ჩხეიძე, მოქანდაკე.

გარდაიცვალნენ:

1822 _ ერნსტ ტეოდორ ამადეი ჰოფმანი, გერმანელი მწერალი.

1995 _ ერნესტ ტომას სინტომ უოლტონი, ირლანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1997 _ ჟაკ-ივ კუსტო, ფრანგი ოკეანოგრაფი, აკვალანგის გამომგონებელი.

მოვლენები:

1783 წელი _ ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ლორან ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისაგან.

1788 წელი _ ვირჯინია აშშ-ს მეათე შტატი გახდა.

1857 წელი _ გამოვიდა ფრანგი პოეტის შარლ ბოდლერის ლექსების კრებული _ `ბოროტების ყვავილები~.

1910 წელი _ პარიზის გრანდ-ოპერაში გაიმართა იგორ სტრავინსკის ბალეტის `ფასკუნჯის~ პრემიერა.

1965 წელი _ ჩრდილოეთ კორეა შეიჭრა სამხრეთ კორეაში.

1977 წელი _ თევზჭერის დროს მეხი დაეცა ამერიკელ როი სალივანს, რომელსაც მკერდი და მხრები დაეწვა. საერთოდ, მას შვიდჯერ დასცემია მეხი და გადარჩა, რის გამო ის გინესის წიგნში მოხვდა.

1991 წელი _ ხორვატიამ და სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რაც იუგოსლავიის დაშლის დასაწყისი გახდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

სლავების ერთიანობისა და მეგობრობის დღე

სლოვენია _ სახელმწიფოებრიობის დღე

ჩინეთი, ტაივანი _ გველეშაპის ფესტივალი

უკრაინა _ საბაჟო სამსახურის დღე

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი