უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 აგვისტო, 2025 08:07
font-size

დღის კალენდარი - 25 აგვისტო

წლის 237-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 128 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსმოწამეთა: გერონტი და სერაპიონ მღვდელმონაზონთა, ოთარ და სვიმეონ იეროდიაკონთა, გერმანე და ბესარიონ მონაზონთა, და მიქაელ მორჩილისა, _ დავით გარეჯის მონასტერსა შინა ლეკთაგან მოწყვეტილთა (1851); მოწამეთა: ფოტისა, ანიკიტოსი და მათთანა მრავალთა (305-306); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა.

დაიბადნენ:

1530 _ ივანე IV მრისხანე, რუსეთის მეფე. გარდაიცვალა 1584 წელს.

1744 _ იოჰან გოტფრიდ ჰერდერი, გერმანელი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე და მწერალი. გარდაიცვალა 1803 წელს.

1767 _ სენ-ჟიუსტი (ლუი ანტუანი), _ საფრანგეთის დიდი რევოლუციონერი, რობესპიერის თანამოაზრე და თანამებრძოლი. გარდაიცვალა 1794 წელს.

1882 _ იოსებ ყიფშიძე, ენათმეცნიერი, ფილოლოგი. გარდაიცვალა 1919 წელს.

1886 _ ივანე გეგეჭკორი, მომღერალი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1911 _ ნიკოლოზ სხირტლაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ მინერალოგიის და პეტროგრაფიის კათედრის პროფესორი.

1911 _ პეტრე შამათავა, ქართველი პუბლიცისტი, სცენარისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.

1911 _ დავით კვესელავა, ქართველი მათემატიკოსი, პროფესორი. გარდაიცვალა 1978 წელს.

1916 _ ფედერიკ ჩეპმენ რობინზი, ამერიკელი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1930 _ გიორგი დანელია, კინორეჟისორი.

1930 _ შონ კონერი, ამერიკელი კინომსახიობი, ჯეიმს ბონდის როლის პირველი შემსრულებელი.

1932 _ ზინაიდა კვერენჩხილაძე, მსახიობი. გარდაიცვალა 2011 წელს.

1942 _ მარგარიტა ტერეხოვა, რუსი მსახიობი.

1947 _ თამაზ ყურაშვილი, მუსიკოსი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

1970 _ კლაუდია შიფერი, გერმანელი ტოპ-მოდელი.

გარდაიცვალნენ:

1227 _ ჩინგიზ-ყაენი, ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი, მხედართმთავარი.

1776 _ დეივიდ იუმი (ჰიუმი), ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი და პუბლიცისტი.

1822 _ უილიამ ჰერშელი, ინგლისელი ასტრონომი და ოპტიკოსი.

1867 _ მაიკ ფარადეი, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ელექტრომაგნიტური ველის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი. შემდგომში მისი სახელი უწოდეს კანონებს, მოვლენებს, ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულებს და ა.შ.

1908 _ ანტუან ანრი ბეკერელი, ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1938 _ ალექსანდრე კუპრინი, რუსი მწერალი.

1986 _ გიორგი ჩიტაია, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი.

მოვლენები:

325 წელი — დადგინდა აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის წესი.

1609 წელი — გალილეიმ მოაწყო თავისი პირველი ტელესკოპის დემონსტრირება ვენეციელ ხელისუფალთა წინაშე.

1698 წელი — ევროპაში მოგზაურობის შემდეგ პეტრე I დაბრუნდა მოსკოვში.

1718 წელი — ფრანგმა კოლონისტებმა ლუიზიანაში დააარსეს ახალი ქალაქი ორლეანი.

1768 წელი — ჯეიმზ კუკმა დაიწყო მოგზაურობა პლიმუტიდან წყნარი ოკეანის მიმართულებით.

1825 წელი — ურუგვაიმ ბრაზილიისგან დამოუკიდებლობა მიიღო.

1829 წელი — აშშ-ს პრეზიდენტმა ჯექსონმა მექსიკას ტეხასის ყიდვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

1859 წელი _ რუსეთის არმიის ფელდმარშალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ აიღო აული ღუნიბი და დაატყვევა შამილი.

1875 წელი — კაპიტანმა მეტიუ უებიმ პირველმა გადაცურა ლა-მანშის სრუტე.

1878 წელი _ ბათუმი გათავისუფლდა თურქთა ბატონობისაგან.

1906 წელი — განხორციელდა თავდასხმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე პეტრე სტოლიპინზე.

1919 წელი — ლონდონსა და საფრანგეთს შორის დამყარდა პირველი საერთაშორისო საჰაერო რეისი.

1924 წელი — შეიქმნა საერთაშორისო საზღვაო შეთანხმება.

1940 წელი — დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა პირველად დაბომბეს ბერლინი.

1944 წელი — პარიზი განთავისუფლდა ნაცისტური ოკუპანტებისგან.

1949 წელი — გრენლანდიის ზღვაში სასწავლო ცურვის დროს ჩაიძირა ამერიკული წყალქვეშა ნავი „კოჩინო“.

1952 წელი — პუერტო-რიკო ამერიკის რესპუბლიკა გახდა.

1955 წელი — უკანასკნელმა საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავსტრია.

1988 წელი — ირანმა და ერაყმა დაიწყეს მოლაპარაკება რვაწლიანი ომის დასრულებაზე.

1989 წელი — ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა „ვოიაჯერმა“ პლანეტა ნეპტუნს მიაღწია.

1991 წელი — ბელორუსმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

პარაგვაი _ კონსტიტუციის დღეE

ურუფვაი _ დამოუკიდებლობის დღე

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი