უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 ოქტომბერი, 2025 08:01
font-size

დღის კალენდარი _ 23 ოქტომბერი

წლის 297-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 69 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოწამეთა: ევლამპისა და მისი დის ევლამპიასი (303-311); მოწამე თეოტეკნესი (III-IV); ღირსი ბასიანესი (V); ღირსი თეოფილე აღმსარებელისა (VIII).

მოწამენი ევლამპი და ევლამპია ღვიძლი და-ძმა იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ. მრავალი გვემა მიაყენეს მათ წარმართებმა. ბოლოს წმიდა ევლამპის თავი მოჰკვეთეს, ხოლო დაი მისი, წმიდა ევლამპია სატანჯველთაგან აღესრულა.

მოწამე თეოტეკნე სახელგანთქმული მხედართმთავარი იყო ანტიოქიაში იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. თეოტეკნემ იმპერატორის მოთხოვნაზე წარმართულ ღვთაებებისთვის თაყვანი ეცა, უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკად დაისაჯა.

ღირსი ბასიანე დაიბადა აღმოსავლეთ სირიაში. იგი კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა, სადაც იმ დროს განმგებელი იყო იმპერატორი მარკიანე. იმ სავანეში, რომლის იღუმენიც ღირსი ბასიანე იყო, სამასამდე ბერი იღვწოდა. თავის მონასტერში ღირსმა ბასიანემ ღრმა სიბერემდე იცხოვრა.

წმიდა თეოფილე აღმსარებელი 13 წლის ასაკში ფარულად წავიდა სელენტიის მთაზე მდებარე ერთ-ერთ სავანეში და ბერად აღიკვეცა.

დაიბადნენ:

ძვ.წ 74 – გაიუს ცილინიუს მეცენატი, რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიაში შევიდა როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი, გარდაიცვალა ძვ.წ. 8 წელს.

1929 – თამაზ გამყრელიძე, ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი.

1940 – პელე, ცნობილი ფეხბურთელი.

1953 – ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი.

1970 – ჯონდო მუზაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში 1995-1997 წლებში.

გარდაიცვალნენ:

1872 – თეოფილ გოტიე, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1811 წელს.

1946 – ერნესტ სეტონ ტომსონი, კანადელი მწერალი, დაიბადა 1860 წელს.

1957–კრისტიან დიორი, ფრანგი კუტურიე, დაიბადა 1905 წელს.

მოვლენები:

1812 წელი – ნაპოლეონმა მოსკოვის კრემლის აფეთქების ბრძანება გასცა.

1814 წელი – ინგლისში პირველი პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა.

1890 წელი – სანკტ-პეტერბურგში ოპერა „თავადი იგორის“ პრემიერა შედგა.

1946 წელი – ნიუ იორკში გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეა.

1958 წელი – რუს პოეტსა და რომანისტს ბორის პასტერნაკს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ – სიდედრის დღე

აშშ – ვეტერანების დღე

ეგვიპტე – გათავისუფლების დღე

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი