დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 21 აგვისტო
წლის 233-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 132 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა, იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა, წმიდისა ნინოს „დაუჯდომელის“ გამომთქმელისა (მჭედელაშვილი, 1804); მართლისა მელქისედეკისა (XX ს. ქრ. შობამდე); ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820); მირონ სასწაულთმოქმედისა კრიტელ ეპისკოპოსისა (350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდისა და შვილთა მათთა; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
მღვდელმთავარი ემელიანე — კვიზიკელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა ლევ სომეხის, ხატთმებრძოლი იმპერატორის ზეობისას. იმპერატორმა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად მასაც მოსთხოვა ხატების უარყოფა. ემელიანემ უარი განაცხადა. მღვდელმთავარი 815 წელს მართლმადიდებლური მრწამსისთვის გადაასახლეს.
მღვდელმთავარი მირონი — კრიტელი ეპისკოპოსი და სასწაულმოქმედი ახალგაზრდობაში მიწათმოქმედი იყო. მოგვიანებით კრეტელებმა ეპისკოპოსად აირჩიეს. ღმერთმა სიკეთით აღსავსე ეპისკოპოსი სასწაულმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მღვდელმთავარი მირონი უფალს დაახლოებით 350 წელს 100 წლის ასაკში წარუდგა.
წმ. მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ბავშვობაში ცეცხლში დაწვეს ქრისტიანობისთვის.
დაიბადნენ:
1698 _ ჯუზეპე ანტონიო გვარნერი, ვიოლინოს იტალიელი ოსტატი.
1741 _ ჟან ფრანსუა ლაპერუზი, ფრანგი ზღვაოსანი.
1789 _ ოგიუსტენ ლუი კოში, ფრანგი მათემატიკოსი.
1874 _ გიორგი კვინიკაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი. გარდაიცვალა 1970 წელს.
1936 _ რადიშ თორდია, მხატვარი.
1938 _ რევაზ ხარებავა , საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სუხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
1936 - რადიშ თორდია , ქართველი მხატვარი, ფერმწერი.
1959 - ქეთევან აბულაძე, ქართველი მსახიობი,
1963 - მუჰამედ VI , მაროკოს მეფე.
1972 - ნინო ქათამაძე, ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
გარდაიცვალნენ:
1947 _ ეტორე ბუგატი, იტალიელი მანქანათმშენებელი.
1980 _ ჯო დასენი, ფრანგი მომღერალი.
1997 — იური ნიკულინი, რუსეთის ცირკისა და კინოს მსახიობი.
მოვლენები:
1888 — გამოიგონეს გამომთვლელი მანქანა.
1911 — ლუვრიდან ლეონარდო და ვინჩის შედევრი „ჯოკონდა“ მოიპარეს.
1937 _ საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაფორმდა.
1944 _ დუმბარტონ_ოკსში აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ინგლისის წარმომადგენლებმა უშიშროების საერთაშორისო ორგანიზაციიის კონფერენცია გამართეს.
1945 _ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაასრულა.
1959 — ჰავაი აშშ-ს 50-ე შტატი გახდა.
1965 _ რუმინეთმა კონსტიტუცია მიიღო.
1981 _ მეცნიერებმა პირველად განაცხადეს დედამიწაზე გლობალური დათბობის საფრთხის შესახებ.
1991 _ ლატვიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ჰავაი – ცნობის დღე
იუკონის პროვინცია (კანადა) _ აღმოჩენის დღე.


