უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 მაისი, 2025 09:00
font-size

დღის კალენდარი - 20 მაისი

წლის 140-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 225 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება გამოჩინებისა პატიოსნისა ჯვარისა იერუსალიმს (351); ღირსთა ასურელთა მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელ ეპისკოპოსისა, იოსებ ალავერდელ ეპისკოპოსისა, ეზდრიოს (ისიდორე) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ზირსელისა, შიო მღვიმელისა, ღირსისა ელია დიაკონისა (VI-VII); წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ბაგრატ III-ისა, საქართველოს გამაერთიანებელისა (1014)*; მოწამისა აკაკი ასისთავისა (303).

დაიბადნენ:

1799 — ონორე ბალზაკი, დიდი ფრანგი მწერალი, გრანდიოზული ეპოპეის „ადამიანური კომედიის“ შემქმნელი. გარდაიცვალა 1850 წელს.

1806 — ჯონ სტიუარტ მილი, ინგლისელი ფილოსოფოს-პოზიტივისტი. გარდაიცვალა 1873 წელს.

1897 _ გრიგოლ (გუგული) ბუხნიკაშვილი, თეატრმცოდნე და თეატრალური მოღვაწე. გარდაიცვალა 1979 წელს.

1901 — მაქს ეივე, ჰოლანდიელი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1914 - ალიო ადამია — ქართველი მწერალი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1915 — მოშე დაიანი, ისრაელის არმიის გენერალი, „ექვსდღიანი ომის“ (1967 წ. ) გმირი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1944 - ჯო კოკერი —ბრიტანელი მომღერალი.

1944 - შერი — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.

1956 - ბორის აკუნინი — მწერალი და მთარგმნელი.

გარდაიცვალნენ:

ძვ. წ. 424 — „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე, ძველი ბერძენი ისტორიკოსი. მისი „ისტორია“ სანდო წყაროს წარმოადგენს საქართველოს ძველი ისტორიისათვის.

1506 — ქრისტეფორე კოლუმბი, დიდი მოგზაური, ახალი კონტინენტის — ამერიკის აღმომჩენი.

1923 - კოტე აფხაზი და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის სხვა წევრები

2007 - გურამ შარაძე , ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

მოვლენები:

325 — რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ნიკეაში მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც დაგმეს არიოსის მწვალებლობა. ამ კრებაზე განისაზღვრა აღდგომის დღესასწაულის თარიღი: გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობის მომდევნო პირველი კვირა.

526 - მიწისძვრამ სირიასა და ანტიოქიაში 300.000 ადამიანი იმსხვერპლა.

1854 - ბრძოლა ნიგოითთან, ქართველთა ჯარი ამარცხებს ოსმალებს.

1873 - ლევი სტრაუსმა და ჯეიკობ დეივისმა ლურჯი ჯინსის წარმოების პატენტი მიიღეს. ეს დღე ოფიციალურად ითვლება ჯინსების დაბადების დღედ.

1875 — პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონვენციას მეტრული სისტემის შემოღების შესახებ.

1900 — პარიზში დაიწყო II ოლიმპიური თამაშები.

1902 - კუბამ აშშ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ტომას ესტრადა პალმა გახდა.

1927 — ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი „სპირიტ ოფ სენტ ლუისის“ თვითმფრინავით დილის 7.40 საათზე გაფრინდა ნიუ-იორკიდან და 33 საათში ჩაფრინდა პარიზში. ეს პირველი შეუჩერებელი გაფრენა იყო ატლანტიკის ოკეანეზე.

1927 — ბრიტანეთმა ცნო საუდის არაბეთის დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

კამერუნი _ უნიტარული სახელმწიფოს შექმნის დღე

კამბოჯა _ მსხვერპლთა დღე

კუბა _ დამოუკიდებლობის დღე

საუდის არაბეთი _ დამოუკიდებლობის დღე

ინდონეზია _ ეროვნული გამოღვიძების დღე

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი