უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

2 სექტემბერი, 2025 09:15
font-size

დღის კალენდარი _ 2 სექტემბერი

წლის 245-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 120 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მიძინების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა ქეთევან დედოფლის წმიდათა ნაწილთა გადმოსვენება სპარსეთიდან; წინასწარმეტყველისა სამუელისა (1144 წ. ქრ. შ-მდე); მოწამეთა სევირესი, მემნონისა და მათ თანა 37-თა მოწამეთა (304).

დიდგორობა (სოფ. დიღმის ზემოთ, დიდგორის მთაზე).

წინასწარმეტყველი სამუელი ისრაელის XV და ბოლო მსაჯული იყო. იგი ქრისტეს დაბადებამდე 1146 წელს ცხოვრობდა. 3 წლის ასაკში დედამ სამუელი მღვდელმთავარ ილიას მიაბარა, რომელიც ამავდროულად ისრაელის მსაჯულიც იყო. წინასწარმეტყველს 12 წლისას გამოეცხადა, რომ ღმერთი დასჯიდა ილიას, რომელსაც თავისი უწმინდური შვილები ვერ დაეოკებინა.

წინასწარმეტყველება ახდა — ფილისტიმელებმა დახოცეს 3000 ისრაელელი. მათ შორის მღვდელმთავრის ორი შვილიც, გაიმარჯვეს და ღმრთის კიდობანსაც დაეპატრონენ. ეს რომ გაიგო, დადარდიანებული ილია ტახტიდან ჩამოვარდა, ქედი გაიტეხა და მოკვდა.

ილიას გარდაცვალების შემდეგ სამუელი ისრაელის მსაჯული გახდა. მის დროს ღმრთის კიდობანი თავად ფილისტიმელებმა დააბრუნეს უკან.
წმიდა მოწამენი სევირისი, მემნონი და მათთან 37 მოწამე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს აწამეს.

დაიბადნენ:

1852 — პოლ ბურჟე, ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი.

1926 — ევგენი ლეონოვი, ცნობილი რუსი კინომსახიობი.

1935 — ვალენტინ გაფტი, თვალსაჩინო რუსი მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1937 — პიერ დე კუბერტენი, ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი. შეჯიბრების აღორძინების იდეა მას საბერძნეთში, ძველი ოლიმპოს ადგილების არქეოლოგიური გათხრების დათვალიერებისას დაებადა.

2001 — კრისტიან ბერნარდი, სამხრეთაფრიკელი ქირურგი, რომელმაც 1969 წელს მსოფლიოში გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია გააკეთა.

მოვლენები:

490 — ჩვ. წ. აღ. ძველი საბერძნეთის მეომარი ფითიპიდი მარათონიდან ათენში სირბილით ჩავიდა, რათა თანამემამულეებისთვის სპარსელებზე გამარჯვება ეხარებინა. ქალაქის მთავარ მოედანზე მოემარმა მოასწრო ეთქვა: „გაიხარეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ“, დაეცა და სული განუტევა.…მას შემდეგ მარათონული რბენა კლასიკური დისტანცია გახდა (42 კმ 195 მ).

31 — ჩვ. წ. აღ. რომის კონსულ ოქტავიანეს მხედართმთავარმა ვირსანი აგრიპამ საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას ფლოტი.

1666 — მოხდა ლონდონის დიდი ხანძარი, რომლის შედეგად ქალაქის სახლების 80 პროცენტი, 89 ეკლესია და წმიდა პავლეს კათედრალური ტაძარი დაიწვა.

1870 — იმპერატორმა ნაპოლეონ III უარი განაცხადა ტახტზე და ორი დღის შემდეგ საფრანგეთში მესამე რესპუბლიკა გამოცხადდა.

1870 _ გაიმართა სედანის ბრძოლა. გერმანელებმა დაამარცხეს ფრანგთა არმია. იმპერატორი ნაპოლეონ III დანებდა გერმანელებს.

1991 — გაიხსნა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა რიგგარეშე ყრილობა. ყრილობაზე, ფაქტობრივად სსრკ დაიშალა — გამოცხადდა ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავსტრალია – მამების დღე.

აშშ, კანადა, ვირჯინიის კუნძულები _ შრომის დღე.

ვიეტნამი _ დემოკრატიული რესპუბლიკის დღე.

საკვანძო სიტყვები:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი