დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 2 დეკემბერი
წლის 336-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 29 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა ილარიონ ქართველისა, სასწაულმოქმედისა (875); წინასწარმეტყველისა აბდიასი, 12-თაგანისა (IX ს. ქრისტეს შობადე); მოწამისა ვარლაამისა (დაახლ. 304); ღირსთა:
ბალაჰვარისა და იოდასაფისა, ინდოეთის უფლისწულისა და მამისა მისისა აბენეს მეფისა (IV) ; მოწამისა მამისა აზასი და მისთანა 150-თა მხედართა (284-305); მოწამისა ილიოდორესი (დაახლ. 273); ფილარეტისა, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1867).
დაიბადნენ:
1859 — ჟორჟ სერა, ფრანგი ფერმწერი, ნეოიმპრესიონიზმის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1891 წელს.
1881 — ირაკლი წერეთელი, ცნობილი სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი), გარდაიცვალა 1959 წელს.
1886 – დიმიტრი უზნაძე, ფსიქოლოგი. Gგარდაიცვალა 1950 წელს.
1893 _ სერგი მაკალათია, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1974 წელს.
1906 — პიტერ კარლ ჰოლდმარკი, ამერიკელი ინჟინერი, მისი პროექტები დაედო საფუძვლად ფერადი ტელევიზორის პირველ კომერციულ სისტემას, გარდაიცვალა 1977 წელს.
1923 — მარია კალასი, ცნობილი ბერძენ-იტალიელი მომღერალი, გარდაიცვალა 1977 წელს.
1925 — ირინა არხიპოვა, დიდი თეატრის სოლისტი, მომღერალი.
1946 — ჯანი ვერსაჩე, იტალიელი მოდელიერი, მოკლეს 1997 წელს.
გარდაიცვალნენ:
1814 — დონასიენ ფრანსუა დე სადი, ფრანგი მარკიზი, მწერალი, დაიბადა 1740 წელს.
1859 — ჯონ ბრაუნი, ზანგი მონების გათავისუფლებისათვის მებრძოლი, დაიბადა 1800 წელს.
1918 — ედმონ როსტანი, ფრანგი პოეტი და დრამატურგი, დაიბადა 1868 წელს.
1979 — ვასილ სოლოვიოვ-სედოი, რუსი კომპოზიტორი, დაიბადა 1907 წელს.
1990 — აარონ კოპლენდი, ამერიკელი კომპოზიტორი, დაიბადა 1900 წელს.
მოვლენები:
1804 — ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადეს.
1805 — აუსტერლიცის ბრძოლა. ნაპოლეონმა დაამარცხა რუსეთ-ავსტრიის არმია.
1920 — თურქეთსა და სომხეთს შორის დაიდო ალექსანდროპოლის ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთმა უარი თქვა ტერიტორიებზე თურქეთის სასარგებლოდ.
1942 — ჩიკაგოს მეცნიერთა ჯგუფმა ენრიკო ფერმის და არტურ კომპტონის ხელმძღვანელობით პირველად გახლიჩა ატომი.
1971 — მარსის ზედაპირზე დაჯდა საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „მარს-3“.
1988 — ბანგლადეშში ციკლონის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და ხუთი მილიონი უსახლკაროდ დარჩა.
1990 — დასავლეთ გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი გაერთიანებული გერმანიის კანცლერი გახდა.
ღირსსახსოვარი დღეები:
მონობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ყირგიზეთი, ლაოსი, არაბთა გაერთიანებული საემიროები — ეროვნული დღე.


