დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 2 აგვისტო
წლის 214-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 151 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა (IX ს ქრისტეს შობამდე). წმ. სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (XVIII). ხსენება წმიდა ილია მართლისა (ილია ჭავჭავაძისა) (1837-1907).
ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ისა.
წმიდა წინასწარმეტყველი ილია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი და ძველი აღთქმის პირველი უბიწო, დაიბადა გალაადის თეზბიტში, ქრისტეს დაბადებამდე 900 წლით ადრე. იგი ლევიტელთა შთამომავალი იყო.
წმიდა ილიამ ბავშვობიდანვე სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნა, უდაბნოში დასახლდა და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. იმ დროს ისრაელის ხალხმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანს სცემდა წარმართულ კერპებს. თავისი ხალხის დაღუპვას ილია ვერ შეეგუებოდა და ამიტომ მან მეფე აქაბი ამხილა და მოუწოდა ჭეშმარიტი ღმერთი ეღიარებინა, რაზეც მეფის უარი მიიღო. წმიდა ილიამ იგი გააფრთხილა, სასჯელად ამ მიწაზე 3 წელიწადი არ იწვიმებს და მხოლოდ ჩემი ლოცვით შეწყდება ყოველივე ესო. მართლაც დედამიწაზე გვალვამ და შიმშილობამ დაისადგურა. უფალმა ილია დაცულ ადგილას, ქორაფის მდინარის ნაპირზე გახიზნა და ყვავებს უბრძანა წმიდანისთვის საკვები მიეტანათ. მან მრავალი სასწაული მოახდინა. ამის შემდეგ მეფე აქაბმა მოინანია თავისი ცოდვები, მისი ცოლი კი წმიდანის მოკვლას ცდილობდა. ილია იუდეაში გაიქცა და ღმერთს ევედრებოდა მომკალიო.
მას ღმრთის ანგელოზი გამოეცხადა, დააპურა და შორეული მგზავრობისთვის გაამზადა. 40 დღე და 40 ღამე მიდიოდა ილია, ბოლოს მან ქორიბის მთას მიაღწია და იქ მღვიმეში დასახლდა. იქ მას ღმერთი გამოეცხადა და წმიდანს უთხრა წინასწარმეტყველური ღვაწლისთვის ეკურთხებინა ელისე. ღვთის უანგარო და თავდადებული სამსახურისთვის ილია ცოცხლად აიყვანეს ცაში ცეცხლოვანი ეტლით. წინასწარმეტყველი ელისე მოწმე გახდა ილიას ცაში აყვანისა.
წმიდა ეკლესიის გამოცემით, წინასწარმეტყველი ილია ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედად მოგვევლინება და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს ქადაგების დროს.
დაიბადნენ:
1892 _ ჯეკ უორნერი, კინოკომპანია „ჭარნერ როტჰერს“-ის დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1978 წელს.
1917 _ რევაზ თაბუკაშვილი, მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. გარდაიცვალა 1990 წელს.
1946 _ ლიანა ისაკაძე, გამოჩენილი მევიოლინე და დირიჟორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1954 _ ირაკლი სუთიძე, მხატვარი.
1959 _ მანანა ხვედელიძე, მუსიკათმცოდნე, ჟურნალისტი.
გარდაიცვალნენ:
1100 _ უილიამ II, ინგლისის მეფე.
1589 _ ჰენრი III, საფრანგეთის მეფე.
1883 _ სერგი მესხი, ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
1921 _ ენრიკო კარუზო, გამოჩენილი იტალიელი მომღერალი.
1922 _ ელიკზანდერ ბელი, ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა ტელეფონი.
1925 _ უორნერ ჰარდინგი, აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი.
მოვლენები:
ძვ. წ.-აღ. 21 წელი – ჰანიბალმა რომის 80-ათასიანი არმია დაამარცხა.
1718 წელი – ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრია და ჰოლანდია ესპანეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
1791 წელი – სამუელ ბრიგსმა შვილთან ერთად ლურსმნის დასამზადებელი დაზგა გამოიგონა.
1819 წელი – ჩარლზ ჰი პირველი ამერიკელია, რომელიც აეროსტატიდან 2440 მეტრ სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა.
1914 წელი _ გერმანიამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ხელშეკრულებას.
1922 წელი _ იაპონიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 60.000 ადამიანი დაიღუპა.
ღირსსახსოვარი დღე:
აშშ – ღიმილის ეროვნული დღე.


