დღის კალენდარი
დღის კალენდარი -17 ივნისი
წლის 169-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 197 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მიტროფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (დაახლ. 326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I) ; მოწამისა კონკორდისა (დაახლ. 175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვპიტის ბაბილონელი ეპისკოპოსისა ( VI); წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა.
დაიბადნენ:
1818 – შარლ გუნო, ფრანგი კოპოზიტორი. გარდაიცვალა 1884 წელს.
1876 – ალექსანდრე ალადაშვილი, გამოჩენილი ექიმი-თერაპევტი. გარდაიცვალა 1950 წელს.
1882 – იგორ სტრავინსკი, რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1971 წელს.
1911 – ვიქტორ ნეკრასოვი, რუსი ემიგრანტი მწერალი. გარდაიცვალა 1987 წელს.
1929 – ტიგრან პეტროსიანი, ჭადრაკში მე-9 მსოფლიო ჩემპიონი. გარდაიცვალა 1984 წელს.
1932 – თენგიზ ჯაფარიძე, მხატვარი.
გარდაიცვალნენ:
1953 – მოსე თოიძე, ცნობილი მხატვარი.
1958 – იმრე ნადი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით სიკვდილით დასაჯეს როგორც უნგრეთის 1956 წლის აჯანყების მონაწილე.
მოვლენები:
1856 – ფილადელფიაში გაიხსნა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პირველი სხდომა.
1885 – ნიუ-იორკს მიადგა ფრანგული გემი `Iსერე”, რომელმაც აშშ-სთვის ფრანგი ხალხის საჩუქარი — თავისუფლების ქანდაკება ჩაიტანა.
1940 – ლატვიაში და ესტონეთში შევიდნენ საბჭოთა ჯარები.
1944 – ისლანდია გამოცხადდა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
1982 – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.
2004 – მწერალ დავით ტურაშვილის თაოსნობით სათავე დაედო `ვეფხისტყაოსნის~ საჯარო კითხვას.
ღირსსახსოვარი დღეები:
გვალვისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
ისლანდია – რესპუბლიკის დღე
აშშ, კანადა, ნიდერლანდები, არგენტინა – მამების დღე
რუმინეთი _ ეროვნული ავიაციის დღე


