დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 16 თებერვალი
წლის 47-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 318 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მართალთა: სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (IX-X ს.ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: პაპიასი, დიოდორესი და კლავდისი (250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახლ. 308-309); მოწამისა ელასი მწყემსისა, კაპადოკიის კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავრეპისკოპოსისა (1912); იაკობისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1292); მოწამეთა პავლესი და სიმონისა; ღირსისა კლავდისა; მოწამისა კელერინო აფრიკელისა, რომში ვნებულისა (III); ლევრენტისა, კანტუარიის (კენტერბერის) მთავარეპისკოპოსისა (619); წმიდისა ანსერისა, დანიისა და სკანდინავიის მოციქულისა (865); ღირსისა საბა სულიერი მოძღვრისა, იოანინელისა (1505); ახალმოწამეთა ძმათა სტამატისა და იოანესი და თანამგზავრისა მათისა ნიკოლოზისა (1822).
მართალი სვიმეონ ღვთისმრქმელი წმიდა ლუკა მახარებლის მოწმობით იყო ერთი რჩეულთაგანი ღვთისა, რომელიც სასოებით მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელი ერისა. ღვთის მიერ მას ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა ამა ქვეყნიდან, სანამ არ იხილავდა აღთქმულ მესიას – უფალ იესო ქრისტეს.
ერთხელ, ღვთისაგან შეგონებული მართალი სვიმეონი იერუსალიმის ტაძარში მივიდა. ეს ის დღე იყო, როცა ქალწულმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძარში ღვთაებრივი ყრმა მიიყვანეს. მართალ სვიმეონს სულმა წმიდამ მაშინვე გაუმხილა, რომ ის მესია იყო – მხსნელი ქვეყნისა.
წმიდა ვლასი კესარიელი III საუკუნეში ცხოვრობდა, წარმოშობით კაპადოკიის კესარიიდან იყო. სიყრმიდანვე ის მწყემსი იყო.
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი საკუთარი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ამისათვის ის სატანჯველს სწიეს, მაგრამ უფალმა გაუმთელა წყლულები.
ამის შემდეგ ვლასიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე და მშვიდობით მიაბარა სული ღმერთს.
დაიბადნენ:
1831 – ნიკოლაი ლესკოვი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1895 წელს.
1834 – ერნესტ ჰეკელი, გერმანელი ბიოლოგი. გარდაიცვალა 1919 წელს.
1838 – ჰენრი ადამსი, ამერიკელი მწერალი, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1918 წელს.
1850 – ოქტავ მირბო, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1917 წელს.
1857 – ლადო ალექსი-მესხიშვილი, მსახიობი. გარდაიცვალა 1920 წელს.
1872 – ნიკოლოზ გოცირიძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1949 წელს.
1891 – ნიკო მუსხელიშვილი, გამოჩენილი მათემატიკოსი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1976 წელს.
1876 – ჯორჯ ტრეველიანი, ინგლისელი ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1962 წელს.
1915 _ ბორის პაიჭაძე, ლეგენდარული ფეხბურთელი. გარდაიცვალა 1990 წელს.
1922 – ფრენსის გალტონი, ინგლისელი ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი. გარდაიცვალა 1911 წელს.
გარდაიცვალნენ:
1823 – პიერ პოლ პრუდონი, ფრანგი მხატვარი.
1856 – ჰენრიხ ჰაინე, გერმანელი პოეტი.
მოვლენები:
ჩვ. წ. აღ-ით 63 წელი – 16 წლით ადრე, ვიდრე ქალაქი დაიღუპებოდა, ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად პომპეიში მიწისძვრა მოხდა.
1854 წელი – გაიმართა ფერენც ლისტის სიმფონიის „ორფეოსის“ პრემიერა.
1918 წელი – ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1956 წელი – ინგლისში სიკვდილით დასჯა გააუქმეს.
ღირსახსოვარი დღეები:
ლიტვა — სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე.


