დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 16 ივლისი
წლის 197-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 168 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი მთაწმინდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთესი (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლი პიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზის (IV); ღირსისა ალექსანდრესი, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებლისა (დაახლ. 430); ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (458). გერგეტის სამებობა (ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში).
დაიბადნენ:
1796 _ კამილ კორო, ფრანგი ფერმწერი. გარდაიცვალა 1875 წელს.
1867 _ ია კარგარეთელი, კომპოზიტორი.
1948 _ სოფიო კინწურაშვილი, მხატვარი.
1964 _ ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკოსი
გარდაიცვალნენ:
1965 _ ნიკო ბერძენიშვილი, ისტორიკოსი.
მოვლენები:
1828 წელი — გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი „თბილისის უწყებანი“ სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით.
1945 წელი — შეერთებულმა შტატებმა გამოცადა პირველი ატომური ბომბი.
1950 წელი _ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბრაზილიაში, მარაკანას სტადიონზე, 199.854 გულშემატკივარი დაესწრო.
1965 წელი _ გაიხსნა გვირაბი, რომლითაც საფრანგეთი დაუკავშირდა იტალიას.
1969 წელი — გაუშვეს თანამგზავრი „აპოლო 11“, რომლის მოდელი `იგლ” მთვარეზე დაჯდა.
1979 წელი — სადამ ჰუსეინი ერაყის პრეზიდენტი გახდა.
1990 წელი _ უკრაინამ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ.
1999 წელი _ აშშ-ს ინიციატივით, ჟენევაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაიმართა მოლაპარაკება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ.
ღირსსახსოვარი დღეები:
საფრანგეთი — რასისტული და ანტისემიტური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე
ირლანდია, იტალია — ქალწულ მარიას დღე
ურუგვაი – ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების დღე


