დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 15 სექტემბერი
წლის 258-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 107 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება მოწამე მამაისა, მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა რუფინასი (III); ღირსი იოანე მმარხველისა – კონსტანტინეპოლის პატრიარქი (595); 3628 მოწამეთა, ნიკომიდიას წამებულთა (III-IV).
წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში კეთილშობილი და ღვთისმოშიში ქრისტიანების თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ისინი წარმართებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც აღესრულნენ კიდეც. დაობლებული მამანტი ღვთის სიყვარულით გაიზარდა და სიცოცხლის ბოლომდე მსახურებდა ღმერთს.
ღირსი იოანე მმარხველი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა, ცნობილია, როგორც შემდგენელი სინანულის ნომოკანონისა, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე რედაქციით მოაღწია. ეს კრებული წარმოადგენს სწავლა-დარიგებებს სულიერი მოძღვრებისა.
3628 ნიკომიდიელი წმიდა მოწამე იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს ევნენ ქრისტიანობისთვის.
დაიბადნენ:
1890 _ აგატა კრისტი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1976 წელს.
1908 _ ირაკლი ანდრონიკოვი, ქართული წარმოშობის რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1990 წელს.
1915 _ გიორგი ტოვსტონოგოვი, რეჟისორი, გარდაიცვალა 1978 წელს.
1929 _ რევაზ სალუქვაძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1956 _ ეთერ ანჯაფარიძე, პიანისტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მუსიკალური კონსერვატორიის პროფესორი.
გარდაიცვალნენ:
1851 _ ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ამერიკელი მწერალი, ამერიკული რომანის ფუძემდებელი.
1938 _ ტომას ვულფი, ამერიკელი მწერალი.
მოვლენები:
1615 – ალავერდში დავით ჯანდიერის მეთაურობით დაიწყო კახეთის აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ.
1776 – ბრიტანეთის ჯარებმა ნიუ-იორკის ოკუპაცია მოახდინეს.
1857 – ტიმოთი ალდერბმა საბეჭდი მანქანა დააპატენტა.
1883 – გაიხსნა ტეხასის უნივერსიტეტი.
1928 – ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა ანტიბიოტიკ პენიცილინის შემადგენლობა.
ღირსსახსოვარი დღეები:
კოსტა-რიკა _ დამოუკიდებლობის დღე.
იაპონია _ უფროსებისადმი პატივისცემის დღე.
მექსიკა – დამოუკიდებლობის დღე.


