დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 11 აგვისტო
წლის 223-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 142 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამისა ევსტათი მცხეთელისა (VI); მოწამისა კალინიკე ღანგრელისა (III-IV); მოწამისა სერაფიმა ქალწულისა (II); მოწამისა თეოდოტიასი და სამთა შვილთა მისთა (304); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX).
დაიბადნენ:
1086 _ ჰენრიხ V, გერმანიის მეფე და „რომის იმპერიის იმპერატორი“ 1106 წლიდან. გარდაიცვალა 1125 წელს.
1744 _ ტომაშ ანტონიუ გონზაგა, ბრაზილიელი პოეტი. გარდაიცვალა 1810 წელს.
1837 _ მარი ფრანსუა სადი კარნო, ინჟინერი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე. გარდაიცვალა 1894 წელს.
1926 _ არონ ქლაგი, ინგლისელი კრისტალოგრაფი, ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1928 _ გურამ ასათიანი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. გარდაიცვალა 1982 წელს.
გარდაიცვალნენ:
1494 _ ჰანს მემლინგი, ნიდერლანდელი ფერმწერი.
1952 _ რიკარდო მარტინი, იტალიელი კომპოზიტორი.
1972 _ მაქს თოლერი, ამერიკელი ექიმი და მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1996 - ვანგა, ბულგარელი ნათელმხილველი და მკურნალი (დ. 1911)
მოვლენები:
1773 წელი — ემილიან პუგაჩოვმა თავი იმპერატორ პეტრე III-ედ გამოაცხადა.
1810 წელი – ძლიერი მიწისძვრა მოხდა აზორის კუნძულებზე.
1863 წელი – კამბოჯა საფრანგეთის პროტექტორატი გახდა.
1877 წელი – ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა მარსის ორი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი აღმოაჩინა.
1914 წელი – საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს.
1929 წელი – ხელი მოაწერეს სპარსეთ-ერაყის ხელშეკრულებას მეგობრობის შესახებ.
1933 წელი – მექსიკაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა +57.8 გრადუსი დაფიქსირდა.
1935 წელი – მოეწყო ნაცისტების მასობრივი დემონსტრაცია გერმანელი ებრაელების წინააღმდეგ.
1944 წელი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იტალიაში ჩავიდა.
1948 წელი – ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.
1960 წელი – საფრანგეთის კოლონია ჩადი დამოუკიდებელი გახდა.
1986 წელი – დამყარდა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი შვეულმფრენებისათვის – 400,87 კმ/სთ.
ღირსსახსოვარი დღეები:
ზამბია _ ახალგაზრდობის დღე.
ჩადის რესპუბლიკა _ დამოუკიდებლობის დღე.
მშენებლის დღე


