დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 10 სექტემბერი
წლის 254-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 112 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმ. დიდებულისა მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა. ღირსი მამა მოსე შავისა, მართლისა ანა წინასწარმეტყველისა _ ფანეოლის ასულისა, ღვთის მიმგებლისა.
ღირსი მამა მოსე ეგვიპტეში ცხოვრობდა და მეუდაბნოე ბერებისთვის იღვწოდა. ღირსი მამა მოსე, დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს. თავის გარშემო 75 მოწაფე შემოიკრიბა და ერთგულად ემსახურებოდნენ ქრისტიანობას. როდესაც ღირს მოსეს 75 წელი შეუსრულდა, მან ბერები თავისთან მოიხმო და გააფრთხილა, მალე ყაჩაღები დაგვესხმებიან თავს და ლავრის ყველა ბინადარს მოკლავენო. წმიდანმა დალოცა ისინი და თვითონ ექვს მოწაფესთან ერთად დარჩა მონასტერში. ყაჩაღები მათ თავს დაესხნენ და ყველანი მოკლეს. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.
მართალი ანა წინასწარმეტყველი ასირიის ტომს ეკუთვნოდა. როდესაც 84 წელი შეუსრულდა, ტაძარში ჩვილი იესო ქრისტე იხილა, რომელიც მოსეს კანონის მიხედვით როგორც უფროსი შვილი, იქ ღმერთისთვის ძღვნად მიეყვანათ. მართალი ანა ადიდებდა ღმერთს და ყველას ამცნობდა, რომ ქვეყანას მესია მოევლინა.
დიდმოწამე შუშანიკი გამოჩენილი მხედართმთავრის, ვარდენ მამიკონიანის ასული იყო. შუშანიკი ჰერეთის პიტიახშს, ვარსქენს გაჰყვა ცოლად, რომელმაც ქრისტეს სჯულს უღალატა და მაზდეანობა მიიღო. შუშანიკმა ქმრის ღალატი რომ გაიგო, უარი თქვა ცოლ-ქმრული ურთიერთობის გაგრძელებაზე და შვილებთან ერთად ცალკე სენაკში გაიხიზნა. განრისხებულმა ვარსქენმა მრავალი ტანჯვა მიაყენა ქალს. იგი 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
მისი წმიდა ნაწილები ცურტავის ტაძარში ინახებოდა, მალე ტაძარი სომეხ მწვალებლებს — გრიგორიანებს ჩაუვარდათ ხელში. საქართველოს კათალიკოს-მთავარეპისკოპოსმა სამეულ IV-მ შუშანიკის წმიდა ნაწილები თბილისში, მეტეხის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ კუთხეში გადმოასვენა.
ხსენება მართალი ეზეკიასი. იგი იუდეის უწმიდური მეფის, აქაზის შვილი იყო. 25 წლის ასაკში იგი იუდეის მეფე გახდა და იერუსალიმში 29 წელიწადს იმეფა. 691 წელს მართალი ეზეკია გარდაიცვალა. იგი იერუსალიმში დაკრძალეს.
დაიბადნენ:
1638 – ტერეზია მარია, საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის მეუღლე, გარდაიცვალა 1683 წელს.
1881 – ივანე ყიფშიძე, ქართველი მეცნიერი სამთო დარგში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
1901 – ვლადიმერ ასათიანი, ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1913 _ ალექსი მაჭავარიანი, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1985 წელს.
1914 – რობერტ ვაისი, ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი.
1925 – ბორის ჩაიკოვსკი, რუსი კომპოზიტორი.
1929 – არნოლდ დანიელ პალმერი, ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშე გოლფში.
1930 – მედეა ამირანაშვილი‚ მომღერალი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1939 – სინცია ტაუელი, ჯონ ლენონის პირველი ცოლი.
1940 _ ანზორ ერქომაიშვილი, მუსიკოსი, ანსამბლ ~რუსთავის~ სამხატვრო ხელმძღვანელი. ლოტბარი.
1941 – მაყვალა ქასრაშვილი, საოპერო მომღერალი, სახალხო არტისტი.
გარდაიცვალნენ:
954 – ლუდოვიკო IV, საფრანგეთის მეფე
1976 – დალტონ ტრამბო, ამერიკელი კინოსცენარისტი და მწერალი, „ჰოლივუდის ათეულის“ წევრი.
1382 – ლუის I, პოლონეთის და უნგრეთის მეფე.
1994 – ევგენი დოლმატოვსკი, პოეტი, მომღერალი.
მოვლენები:
1756 – იმპერატორმა ელისაბედმა გამოსცა ბრძანება „ტრაგედიებისა და კომედიების რუსული თეატრის“ შექმნის შესახებ.
1795 – ერეკლე II-ს მეფობის დროს, ქართლ-კახეთის მეფის ლაშქარსა და სპარსელებს შორის თბილისთან ახლოს, კრწანისის ველზე ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა 300 არაგველი.
1835 – გერმანიაში გაიხსნა პირველი სარკინიგზო ხაზი ნიურნბერგი-ფიურტი, რომლის სიგრძე 10 კმ იყო.
1838 – პარიზში გაიმართა ჰექტორ ბერლიოზის ოპერის „Bენვენუტო ჩელლინი“-ს პრემიერა.
1863 – პარიზში გაიმართა ჟორჟ ბიზეს ოპერის „მარგალიტის მაძიებლების“ პრემიერა.
1897 – ბაზელში ჩატარდა მსოფლიო სიონისტური ფედერაციის პირველი კონგრესი, რომელშიც 18 ქვეყნიდან 204 დელეგატი მონაწილეობდა.
1919 – პარიზის მახლობლად მდებარე სენ-ჟერმენში, ავსტრიასთან შეათანხმეს სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები, რომლის შედეგადაც დადგენილი ახალი საზღვრებით დასრულდა ავსტრიის იმპერიის არსებობა.
1939 – კანადამ ომი გამოუცხადა გერმანიას.
1944 – კანადაში, კვებეკში გაიმართა კონფერენცია „ოქტაგონი“, სადაც რუზველტმა და ჩერჩილმა ამერიკული და ბრიტანული ჯარების გერმანიაზე ერთობლივი შეტევის გეგმა დაამტკიცეს. ასევე, განიხილეს ომის შემდგომი გერმანიის სამ ნაწილად დაყოფის სქემა.
1981 – პაბლო პიკასოს ნახატი „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მოათავსეს მადრიდის, პრადოს მუზეუმში.
1981 – პოლონეთში, გდანსკში დასრულდა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სილიდარობის“ პირველი ნაციონალური ყრილობა.
1989 – უნგრეთმა აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისუფალი ტრანზიტის უფლება მისცა, რამაც აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფალთა მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
1990 – ჰელსინკში გაიმართა ჯორჯ ბუშისა და მიხეილ გორბაჩოვის შეხვედრა.
1993 – გამოუშვეს მეათასე „ბოინგ-747“.
ღირსსახსოვარი დღეები:
სევასტოპოლთან და ყირიმის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე.
ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
გიბრალტარი _ ეროვნული დღე.


