დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 1 სექტემბერი
წლის 244-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 121 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამისა ანდრეა სტრატილატისა და მისთანა მრავალთა მოწამეთა (284) , მოწამეთა ტიმოთისა, აღაპისა და თეკლასი, პიტირიმისა, პერმელი ეპისკოპისისა.
დაიბადნენ:
1870 _ გიორგი გეხტმანი, ეკონომისტ-გეოგრაფი, პროფესორი. გარდაიცვალა 1956 წელს.
1877 — ფრენსის უილიამ ასტონი, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ააგო პირველი მას-სპექტრომეტრი და მისი საშუალებით ქიმიური ელემენტების 213 სტაბილური იზოტოპი აღმოაჩინა. გარდაიცვალა 1945 წელს.
1881 _ მორის ბრეირი, ფრანგი ქართველოლოგი. გარდაიცვალა 1960 წელს.
1903 – ნიკოლოზ აგიაშვილი, ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.
1909 — ალექსანდრე ფრანგიშვილი, ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1925 — თენგიზ ღვინიაშვილი, მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
1930 — გივი აზმაიფარაშვილი, დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1935 — სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
1962 — რუდ გულიტი, ჰოლანდიელი ფეხბურთელი.
გარდაიცვალნენ:
1648 — მარინ მერსენი, ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი.
1715 — ლუი XIV, საფრანგეთის მეფე.
მოვლენები:
1661 – დაიწყო დიდი ხანძარი ლონდონში, რის შედეგადაც ქალაქის 80 პროცენტი განადგურდა.
1666 – რუსეთში წვერის ტარებაზე გადასახადი შემოიღეს.
1752 — გაიმართა თულქითაფას ბრძოლა. ქართველებმა ერეკლე II-ის წინამძღოლობით დაამარცხეს შაქის ხანი აჯი-ჩალაბი.
1752 – ჟაკ შარლმა ძმასთან, რობერტთან ერთად, განახორციელა პირველი თავისუფალი გაფრენა წყალბადის აეროსტატით.
1859 – ექსპლუატაციაში შევიდა პირველი საძილე ვაგონი.
1864 – სედანის ციხე-სიმაგრესთან ბრძოლაში საფრანგეთის არმია დამარცხდა გერმანია-პრუსიის ჯართან.
1916 – ბულგარეთმა ომი გამოუცხადა რუმინეთს.
1923 – იაპონიაში 7.9 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მთლიანად დაინგრა ქალაქი იოკოჰამა და ნაწილობრივ ტოკიო.
1926 – ალბანეთი სამეფოდ გამოცხადდა და მეფედ აირჩიეს ახმედ ბეგ ზოგუ.
1937 – მუსოლინიმ სამოქალაქო უფლებები ჩამოართვა ებრაელებს.
ჰიტლერმა ბრძანება გასცა ყველა გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანის განადგურების შესახებ.
1939 – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. გერმანია შეიჭრა პოლონეთში.
1975 – ბანგლადეშში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები.
1983 – სსრკ-ს ტერიტორიაზე ჩამოაგდეს სამხრეთკორეული ავიალაინერი.
1985 – ამერიკა-საფრანგეთის ექსპედიციამ 4000 მეტრ სიღრმეზე ტიტანიკის ნამსხვრევები აღმოაჩინა.
ღირსსახსოვარი დღეები:
მშვიდობის მსოფლიო დღე
ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა დღე
ბელორუსული დამწერლობისა და ბეჭდვითი სიტყვის დღე
უზბეკეთი – დამოუკიდებლობის დღე.
ბრუნეი – ყურანის აღმოჩენის დღე
ლიბია, ეგვიპტე – რევოლუციის დღე
მექსიკა – საპრეზიდენტო დღე.
პუერტო-რიკო _ შრომის დღე.
ტანზანია – გმირების დღე.
სირია – ეროვნული ერთიანობის დღე.


