დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 1 ოქტომბერი
წლის 274-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 91 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წმიდისა დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660-1661); ღირსისა ევმენი სასწაულმოქმედისა, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა.
დაიბადნენ:
1207 _ ჰენრი III, ინგლისის მეფე. გარდაიცვალა 1272 წელს.
1754 _ პავლე I, რუსეთის იმპერატორი. გარდაიცვალა 1801 წელს.
1868 _ ივანე ფალიაშვილი, დირიჟორი, პიანისტი. გარდაიცვალა 1934 წელს.
1886 _ რობერტ ბლეიკი, ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, ნ. მარის მოწაფე, გარდაიცვალა 1950 წელს.
გარდაიცვალნენ:
1684 _ პიერ კორნელი, ფრანგი დრამატურგი.
1873 _ ემილ გაბორიო, ფრანგი მწერალი, დეტექტური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1929 _ ემილ ანტუან ბურდელი, ფრანგი სკულპტორი.
1935 _ ვლადიმირ გილიაროვსკი, რუსი მწერალი.
1972 _ ლუის ლიკი, ინგლისელ_კენიელი ანთროპოლოგი და არქეოლოგი.
მოვლენები:
1827 წელი — რუსეთის არმიამ ერევნის ციხე-სიმაგრე აიღო. ერევნის სახანო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
1892 წელი — გაიხსნა ჩიკაგოს უნივერსიტეტი.
1920 წელი — ავსტრიამ ახალი კონსტიტუცია მიიღო.
1924 წელი — მოსკოვში სატირის თეატრი გაიხსნა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ხანშიშესულთა საერთაშორისო დღე.
მუსიკის საერთაშორისო დღე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა — გათავისუფლების დღე.
კამერუნი — გაერთიანების დღე.
ნიგერია — დამოუკიდებლობის დღე.
სამხრეთ კორეა — შეიარაღებული ძალების დღე.
ავსტრალია — შრომის დღე.


