რეგიონები
დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა - ზურაბ პატარაძე
დღეს საქართველო სასტუმრო „ლეო გრანდში“ ტრაგედიის დროს დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს. მეოთხე დღეა ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვვალილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებენ.
„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენ ქალაქში, ჩვენ რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


