მოზაიკა
დღეს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, თბილისის მედიათეკის ვაკის ფილიალში გაიმართება თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების, მისი გამოცემებისა და ვებ გვერდის პრეზენტაცია.
ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება 30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას.
გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება. ეს მუზეუმებია: თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი; თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის თოჯინების მუზეუმი; თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


