მოზაიკა
დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლ-ჭყაპს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ჰაერის ტემპერატურის კლებას და ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი და წვიმა მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ძლიერი წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ნისლი. ზოგიერთ ჩრდილო-მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +7, +12 (ზოგან 16-მდე) გრადუსი.
თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


