რეგიონები
დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობა აქციას გამართავს
დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისის ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მოსახლეობა უკმაყოფილოა გამოძიებით და ითხოვს იმ სპეცრაზმელების დასჯას, ვის გამოც დაიღუპა 19 წლის თემირლანი.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა არ გამორიცხა, რომ აქციები თბილისშიც გაიმართოს.
„დუისში იქნება აქციები, შემდეგ, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, ალბათ თბილისში გადაინაცვლებს. ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ვინც დაგეგმა და ეს მკვლელობა ჩაიდინა, ამ ადამიანების დასჯა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თემირლანის უდანაშაულობა – აღნიშნულ მოთხოვნებს დავაყენებთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა თავის არეში. ის თბილისში გადაიყვანეს, იგეგმებოდა მისი სამკურნალოდ გაგზავნა საზღვარგარეთ, თუმცა წასვლამდე მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


