უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ივლისი, 2017 15:30
font-size

დღეს ბიზნესფესტივალი ანაკლიობა გაიხსნება

დილიდან სამზადისია ანაკლიაში სადაც, დღეს 5 დღიანი, პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა გაიხსნება. გახსნის ცერემონალი ანაკლიის ცენტრალურ ბულვარში 17:00 საათზე დაიწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნას დიპლომატიური მისიების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

ანაკლიის ფესტივალი მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების და შემოსავლების გაზრდას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის და ამავდროულად, სასიამოვნო განწყობას შეუქმნის ყველა მონაწილეს. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრები შეხვდებიან საოჯახო სასტუმროების მფლობელებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც USAID-ის Zrda პროექტი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ეხმარება ტურიზმის განვითარების კუთხით.

ფესტივალის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს 50-მდე კომპანია საკუთარ პროდუტსა და მომსახურებას შესთავაზებს. სტუმართაგან ბევრი რეგიონს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „GemFest 2017“-ზე დასწრების სურვილით ეწვევა. რომელიც წელს ათი ათასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ერთობლივად მუშაობს ტურიზმის განვითარების, ტურისტული პროდუქტების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით. ამ თანამშრომლობის მიზანია ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება.

ანაკლიის სასტუმრო „თეთრი სახლი“ ერთ-ერთია იქ არსებული 200-მდე საოჯახო სასტუმროდან, რომელიც დარეგისტრირებულია Booking.com-ზე და მისი გაყიდვების 70% სწორედ ელექტრონულად წარმოებს. ზუგდიდში არსებული რესტორანი „მენძელი“ ერთ-ერთია იმ 15 ადგილობრივი რესტორნიდან და კაფედან, რომლებიც დარეგისტრირდნენ TripAdvisor-ზე, რის შედეგადაც მათი გაყიდვები 40%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 50%-ით გაიზარდა გაყიდვები მარტვილის მარანში „ოდა“ მას შემდეგ, რაც Zrda პროექტმა ორგანიზება გაუკეთა საინფორმაციო ტურს საქართველოს 16 წამყვანი ტუროპერატორისთვის, რომლის მიზანიც იყო რეგიონის ღირშესანიშნაობების შეტანა მათ ტურისტულ პაკეტებში.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი