რეგიონები
დღეიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88–ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
2018 წლის 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


