უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 იანვარი, 2017 14:00
font-size

დევიდ ჯენკინსი: გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი

„საქართველოში ნამდვილად კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის, გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი და ჩვენ ვგეგმავთ, აქ საქმიანობა არამარტო ზამთრის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში გავააქტიუროთ“ - ამის შესახებ Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ჯენკინსმა განაცხადა, რომელმაც გუდაურში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს - „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერა. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო“ „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ.

„მოხარული ვარ გუდაურში ყოფნით. ,,რედისონი" გუდაურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და შედეგი უკვე აშენებული კომპლექსია - ,,რედისონ ბლუ" 100 ოთახით, რომლის მფლობელიც „რედკო“ გახლავთ. გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, გარემო კი შესანიშნავი. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და უფრო დიდი კომპლექსის აშენებას ვაპირებთ - მეტი ოთახებით, მეტი რესტორნებით და შეხვედრის ადგილებით. ჩვენ ამას ვაპირებთ არამარტო ზამთრის სეზონისთვის - გუდაური მთელი წლის განმავლობაში უნდა გავააქტიუროთ“ - განაცხადა დევიდ ჯენკინსმა.

მისივე თქმით, კომპანიის გეგმები მხოლოდ ამ კომპლექსით არ შემოიფარგლება, რადგან საქართველოში კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის. „გუდაურის გარდა, ვაპირებთ სასტუმრო ავაშენოთ ბათუმში, წინანდალში და თბილისში. მოხარულები ვართ, როცა სტუმარი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილია და პორტფოლიოს გაფართოების საშუალებას იძლევა“ - აღნიშნა ჯენკინსმა.

სასტუმრო „Radisson Blu Gudauri 150 ნომრით და მაღალი კლასის სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი, როგორებიცაა რესტორნები და ბარები, საკონფერენციო დარბაზები, სპა ღია და დახურული აუზი, გასართობი ცენტრი და ა.შ. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე გერმანელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს.

„რედ-კოს“ ინფორმაციით, თავდაპირველი გეგმით, სასტუმრო „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნა იგეგმებოდა კურორტზე უკვე არსებულ შენობაში, რომელიც გათვლილი იყო 100 ნომერზე, თუმცა, კურორტის პოტენციალის შეფასების შედეგად, კომპანია Carlson Rezidor Hotel Group-მა გადაწყვიტა უფრო მსხვილი სასტუმროს მშენებლობა. მათი ინფორმაციით, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო გუდაურში კიდევ ერთ პროდუქტს ქმნიან. ეს იმის მანიშნებელია, რომ კურორტი სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ევროპის დონის სათხილამურო კურორტს, რომელსაც ერქმევა გუდაური“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, რომელმაც Carlson Rezidor Hotel Group-ის წარმომადგენლებს კურორტი დაათვალიერებინა და იქ მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი