ეკონომიკა
დემპინგი მიმართულია ადგილობრივი წარმოების განადგურებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვება ათასობით უმუშევარი ადამიანი - ლევან აღგომელაშვილი
დემპინგი მიმართულია ადგილობრივი წარმოების განადგურებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვება ათასობით უმუშევარი ადამიანი, - განაცხადა ,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა „იბერია ტვ”-ის გადაცემაში ,,პრიორიტეტი“.
გადაცემა საქართველოსა და მსოფლიოში დემპინგური მულტინაციონალური კომპანიების ფუნქციონირების საფრთხეებსა და იმ მიზეზებზე საუბარს შეეხო, თუ რატომ არის დემპინგი ადგილობრივი ბიზნესისთვის დამღუპველი.
თემის განხილვისას, ლევან აღდგომელაშვილმა კონკრეტულად კომპანია ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკოს" (BAT) საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინააღმდეგაც თაღლითური სქემებით მუშაობის გამო დიდ ბრიტანეთში საქმეა აღძრული.
მისივე თქმით, კომპანიის კორუმპირებული გარიგებების საკითხით და თაღლითური საქმიანობით თავის დროზე გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები დაინტერესდენენ.
,,ამაზე ,,ბიბისი პანორამას“ დოკუმენტური ფილმი აქვს გაკეთებული, ამაზე წერდა ,,გარდიანი, ამაზე წერდა ,,დეილი მეილი“, ამაზე წერდა ,,ტელეგრაფი“, ამაზე წერდა ,,ფაინენშალ თაიმსი.“
როდესაც კომპანია ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ ყიდულობდა ამერიკაში პირველ სიგარეტის კომპანიაში საკონტროლო პაკეტს, ამაზე ამერიკელი სენატორები გამოვიდნენ და თქვეს: ისეთი მასშტაბით არაა ჯერ შემოსული ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ და სანამ შემოვა, ჯერ გავარკვიოთ, ვის ვუშვებთ და მივცეთ თუ არა ნებართვა ამხელა ტრანზაქციის განხორციელებაზეო. იქ ატეხეს განგაში და ინგლისმა დაიწყო ამაზე გამოძიება. პირველი, ვინც განგაშის ზარი შემოკრა, იყო თვითონ ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ თანამშრომელი. მან დადო ფაქტები და გამოძიებას წარუდგინა. გამოძიებამ კი ჩათვალა საჭიროდ, რომ თაღლითობის კვალიფიკაცია მიეცა საქმისთვის“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ მენეჯერმა აქვე ის ქვეყნები დაასახელა, რომლებშიც BAT თაღლითობაშია შემჩნეული.
,,ესენია: რუანდა, ზიმბავე, უგანდა, კონგო, ბურკინა ფასო, გაბონი, ტოგო, ნაბიკია, კენია და ასე შემდეგ. ახლა თქვენ გაავლეთ პარალელები“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა ისიც განმარტა, თუ რაში მდგომარეობს თაღლითობა და რატომ წარმოადგენს საფრთხეს ადგილობრივი ბიზნესისთვის და შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის დემპინგური კომპანიების შემოსვლა.
მისი თქმით, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც პროდუქციაზე ხელოვნურად, თვითღირებულაზე დაბალი ფასის დადებით გამოიხატება, იმპორტიორი კომპანიები ადგილობრივი წარმოების განადგურებას და მის ჩანაცვლებას ცდილობენ.
,,შემოაქვთ ხელოვნურად დაბალ ფასად, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას შეუძლია შესთავაზოს იგივე პროდუქტი მომხმარებელს და ამის შედეგად უკვე ადგილობრივი წარმოების არსებობა აზრს კარგავს“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


