რეგიონები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


