რეგიონები
დასავლეთ საქართველოში ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინიციატივით, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება. ინიციატივის განხორციელებაში სრულად ჩაერთვება აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება (CCID). ახალი ინიციატივა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ამერიკელმა, ისე ქართველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს და მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.
ინიციატივის თანახმად, მრავალპროფილიანი, მულტიპროგრამული სასწავლო-საწარმოო კოლეჯი, თავისი შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციებისა და სტატუსის მიხედვით ამერიკული სათემო კოლეჯის ანალოგი იქნება. კოლეჯი სრულიად გარდაიქმნება თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უახლესი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით, მრავალპროფილიანი პროგრამებითა და პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ რეგიონალურ ბიზნესთან უწყვეტ თანამშრომლობას და ამ გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით კოლეჯი მოამზადებს ტექნიკურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო-სამშენებლო, საგზაო-საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო (აეროდრომების) მშენებლობა სატრანსპორტო სისტემების მომსახურების, მენეჯმენტი და ლოჯისტიკა; მანქანათმშენებლობა და შემკეთებელი საწარმოები; სოფლის მეურნეობის (აგრონომია, მეცხოველეობა, ვეტერინარია) და მასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებების სხვადასხვა მიმართულებების ტექნოლოგიები; წყალთამეურნეობა და სარწყავი სისტემები და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული აგროეკოლოგია; საწარმოო ნარჩენების გადამუშავება; სატყეო მეურნეობებისა და ნაკრძალების მენეჯმენტი; გარემოზე დაკვირვება და მონიტორინგი და სხვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი ნიკო ნიკოლაძის მიერ არის დაარსებული და მისი ადგილმდებარეობა სერიოზული ეკონომიკური კვლევების შედეგად იყო შერჩეული, რათა იმერეთის რეგიონი უზრუნველეყოთ სათანადო საწარმოო-ტექნიკური კადრებით. შესაბამისად, ახალი ინიციატივა დასავლეთ საქართველოში მზარდი ეკონომიკური ინიციატივების განვითარებასა და სრულყოფას შეუწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


