რეგიონები
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 % - „ენერგო-პრო ჯორჯია“
დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური ბრიგადები საგაბგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
სტიქიის პიკზე გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში და ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.
„აღდგენითი სამუშაობი ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა. ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდისა და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება. აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთისა და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია. შესაძლოა იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


