უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 დეკემბერი, 2025 13:56
font-size

დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე - მარიამ ქვრივიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების რეგულაციის შესახებ და დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაცია წარადგინა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს, არქიტექტორებს, სახელოვნებო წრეებს, მშენებლებსა და მწარმოებელ-რითეილერებს მადლობა გადაუხადა ინიციატივაში აქტიური ჩართულობისა და გრძელვადიანი, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისთვის. მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ხედვა ამ ნაწილში ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ⁠აქტიურად გაგრძელდება ყველა რეგიონის დეტალური კვლევა და სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა და დღევანდელი პრეზენტაციაც, ფაქტობრივად, სრულად ასახავს კერძო სექტორის უკუკავშირს არსებულ შესაძლებლობებთან. გვსურს, ერთობლივად ვიმსჯელოთ ასევე ამ რეგულაციის სავალდებულოდ ამოქმედების ვადებზეც იმისთვის, რომ თუ ბაზარზე არსებობს წინსწრებით შეძენილი მასალა, რომელიც სტანდარტული პროექტების ჩამონათვალში აღარ მოხვდება, სექტორს მივცეთ მისი მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ესთეტიკური მახასიათებლების დადგენისთვის აუცილებელი წესები განისაზღვრება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელოს შექმნას და ადგილობრივ თვითმმართველობებს ესთეტიკური მახასიათებლების საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით დაზუსტების საშუალებას მისცემს. ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჰარმონიული და ესთეტიკურად მიმზიდველი ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი