რეგიონები
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგა
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მანქანების მოძრაობა დასაშვებია.
ასევე, დღეს 06:00 საათიდან შეფერხების გარეშე განაახლა მუშაობა საბაჟო გამშვებმა პუნქტმა "ყაზბეგმა".
ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს დილამდე დარიალის ხეობაში და საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგზე" სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო.
„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა“, - აცხადებდნენ შემოსავლების სამსახურში.
ასევე, ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


