რეგიონები
დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს კომპანიების წარმმადგენლები ხვდებიან
დაკრძალვისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, „საქნახშირის” და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები დილიდან დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს ხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები 20 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.
ერთ-ერთი დაღუპული მეშახტის მამა ამბობს, რომ მომხდარ ფაქტთან და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდება.
“გადამაგრებული რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. არ იყო გადამაგრება და კამერული სისტემა რომ იყო, იმიტომ დაჯდა. სამი ლავა შეერთდა ერთმანეთთან და გამოიწვია დარტყმა”,- აცხადებს ჟალინა ქურციკიძე.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავდა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


