უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ივნისი, 2020 15:15
font-size

COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია - თამარ არჩუაძე

COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთნაკადის ასევე ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით.

“ბაზარზე იქნება ცვლილებები მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდნენ. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას განაახლონ ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე, რაც არის იმ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში. საზღვრების გახსნის მიხედვით იქნება ავიაკომპანიების დაბრუნებაც. იმიტომ, რომ ჩვენთან პანდემიამდე ბევრი სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავდა და თუ ამ ქვეყნების საზღვრები გახსნილი არ იქნება ისინი დაბრუნებას ვერ შეძლებენ-”, განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში თამარ არჩუაძემ.

მისი თქმით, პირველი მიმართულებები, რომლებიც რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება სავარაუდოდ ისრაელი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან, თუმცა საბოლოო დეტალები 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა საავიაციო სფეროს გაიდლაინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაკმაყოფილება და გათვალისწინება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

“გაიდლაინები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა, ავიაციის ინდუსტრიის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათი დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება. მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც თავის მხრივ სიახლე არ არის, რადგანაც პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსქრინინგს. იმ შემთხვევაში თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროების და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში”, განაცხადა არჩუაძემ.

საკვანძო სიტყვები:

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

27 თებერვალი, 2026 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

13 თებერვალი, 2026 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდ

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი